And so it is
Just like you said it would be
Life goes easy on me
Most of the time
And so it is...
ასეა ეს.
* * *
ეს გამახსენდა:
საკუთარ თავს "ღამე მშვიდობისა" ს ვერ უსურვებ მაგრამ განა ეს საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ ცოლი მოიყვანო?

...
და მაგ წიგნიდან ეგ ნაწილი მიყვარს საერთოდაც....
ჰოდა მშვიდად იძინე....ვერ გადავეჩვიე შენთვის ამის მოწერას. მე მაპატიეთ

იმედი მაქვს თავს კარგად გრძნობ.
მე მეძინება...მაგრამ დავწვები თუ არა ეგრევე გამივლის...როგორც ყოველთვის....

ისე კარგად ვარ, მაგრამ მომბეზრდა, რომ ისე მივეჩვიე შენზე ფიქრს....სხვანაერად არ გამომდის და არც მაწუხებს და არც არაფერს ვგრძნობ ამის გამო....
ჩვეულება რჯულზე უმტკიცესია მართლაც : მივეჩვიე და მეტი არაფერი...მართლა არაფერი.
განწყობაც ძველებურია შენს მიმართ...
კიდევ ეს სიტყვები მიტრიალებს :
ვართ სულ უბრალოდ და ჩვენთვის.....

გულიც აღარ მწყდება....მართლა არაფერს არ განვიცდი იმის გამო რაც იყო, როგორც მორჩა და ა.შ.... საერთოდ სულერთია და არ აქვს არანაერი მნიშვნელობა. მარტო ის არის რომ ამეკვიატე და როგორც გეუბნებოდი...თუ შენ მეუბნებოდი შენით აკვიატებამ არ გამიარა...არც გამივლის... ვიცი რომ არაფერი აღარ იქნება...ეგ არც მაწუხებს... მართლა. ჰოდა ამას იქითაც კი მართლა ისევ ისე ვგრძნობ რა ძვირფასი ხარ... ოღონდ ნაღდად მკიდია შენი განწყობა ამ ყველაფრის მიმართ. ამ წერილსაც არ გწერ იმის გამო რომ წაიკითხო და გაგაგებინო, რომ ისევ გწერ ან რამე... თუ წაიკითხავ ეგეც არაფერი.... მართლა, უბრალოდ რომ მეუბნებოდი არ იფიქროვო...ეგ ვისწავლე და მეხმარება... ნამდვილად ვხვდები რომ რაც მეტს ფიქრობ შემთხვევებზე , მით უარესია და ჩემს საქციელებსაც ის მწვავედ აღარ განვიცდი, მოკლედ შენდაუნებურად მასწავლე რაღაცეები... სენსეი დამიძახეო...არა და მართლა ხარ... შენგან ვსწავლობ... შენგან ნასწავლი ერთი რაღაც არ გამომადგება არსად მარტო

.... რამხელა წერილი გამოვიდა მოგიკვტი რაა....

...
არ შეიცვალო.
არ შეიცვალო რა გთხოვ

და ისევ იმ ძველ და ბანალურ ფრაზას გეტყვი კიდევ...რომ თავს უნდა მიხედო...
სიმართლე გითხრა არც არაფსდროს მიმაჩნდა ეგ აუცილებლად. ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული იქნები (ტრაღიზმის პიკი ნუუუ) მაგრამ უშენობა მომწონს, ისიც საკმარისია, რაც მქონდა და , რომ ხარ

ეს ხალხი კიდევ...რამდენი გახვევია...კარგი თუ ცუდი...ეს მცნებები არ მესმის, მაგრამ გავლენა არ უნდა მოახდინოს არავინ შენზე და მართალია, შეიძლება შეიშალო, მაგრამ მაინც არ უნდა შეიცვალო...

კარგი....