ბუძ-ს!
უკვე მერვე წელია ზუსტად ვიცი რომ ადამიანთა ცრურწმენაა - "თარსი რიცხვია 13"
ალბათ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მაშინ გამიმართლა, ისევ რომ გიპოვე ბუძ. . .
უუუф არც გამკვირვებია...
ადრე "ერთი" ვიყავი... მერე მე როგორც ყოველთვის ალბათ რაღაც დავაშავე და დამსაჯეს...
დამსაჯეს და "გამა-ორ-ეს"

ხანდახან ბრაზიც კი მომდის, ნუთუ სულ ასე უნდა იყოს, ამ ცხოვრებაში, ამის მომდევნოშიც და მომდევნოს მომდევნოში?
დავაშავებ . . .
დამსჯიან . . .
გავ-ორ-დები . . .
გიპივი . . .
გავ-ერთ-დები . . .
ისე გგრძნობ, როგორც საკუთარ გულის ცემას, როგორც სისხლის მოძრაობას ძარღვებში. ხანდახან რომ გაიკვირვებ ხოლმე შენ შტერო!
ყველაზე მეტად კი ჩემს გარეშე შენს თავს "გარდახდენილი" ისტორიების შენგან მოსმენა მიყვარს.
დასასჯელად კუთხეში ატუზული ბავშვივით რომ მოდიხარ და თავს იმართლებ ხოლმე, იცი ვერ გაგიბრაზდები და... ისიც იცი რაც არ უნდა მოხდეს დედამიწის ზურგზე მე შენს გვერდით ვიქნები!
კიდევ ის კვალი მიყვარს, მზემ რომ დატოვა ოდესღაც შენში... აბა რა გეგონა, შენ მაცაცერა ხელს რომ ადებდი
შენი გამჭვირვალე თვალები მიყვარს, ხანდახან მთელი სამყაროს ეშმაკუნებით რომ ივსება... შენ იცი რომ მე ზღვა არასოდეს მინახავს, ნამდვილი ზღვა, ამიტომ ჩამოგაქვს ყოველ ზაფხულს თვალებით ჩემთვის ზღვა...
შენ არასოდეს მეუბნები სხვა კაცებივით რომ ძალიან ლამაზი ვარ, რომ ჭკვიანი ვარ, რომ ჩემი სურვილი ჭკუიდან გადაიყვანს ნებისმიერ კაცს... მაგრამ მაინც "იდეალურ ქალთან მიახლოვებული ქალი" ვარ შენთვის
რამდენჯერ გვიჩხუბია იმის გამო რომ საერთოდაც კი მავიწყდება შენს გვერდით რომ ქალი ვარ...
მაგრამ ეს სქესი ხომ ჩვენ გამოვიგონეთ - "ბ უ ძ უ ა"
და გარანტირებული უ-იმედ-ობა რომ ჩვენ ყოველთვის "ბუძ" დავრჩებით ერთმანეთისთვის...
ჩემი "ცხოვრების ადამიანი" ხარ ბუძ!
ჩემი პირველი გაწითლება ხარ ბუძ!
ჩემი გაბრაზება ხარ ბუძ!
ჩემი ახირება ხარ ბუძ!
ჩემი წაგებული ომი ხარ ბუძ!
მეამაყები ბუძ!
სუფრასთან ვსხედვართ და ვქეიფობთ მე და შემოდგომა...
შენ გადღეგრძელებთ ბუძ!
დაბადების დღეს გილოცავ ბუძ!
This post has been edited by chio-chio san on 13 Oct 2009, 14:16