დავწერ და მერე ძილში
კიარადა ვეფხისტყაოსანში თავით.
შენ გგონია ვიცი რა მოგწერო?
ახალი რა გითხრა...
საზიზღრად ვარ...არა ეგ არა.
მაკლიხარ...არა არ დამიჯერებ.
გული დამწყვიტე...გკიდია

არვიცი მგონი მეც არ მადარდებს დიდად ეს ყველაფერი
მაინც რაღაცნაერი შეგრძნებაა...
მარა მე სულ ესე ვარ და რა გავიგო ახლა შენს გამო თუ სხვა რამის?
რომც გავიგო, ვითომ რაო, ვუშველი თუ... : )
როგორი სულელი ვარ, არასდროს ვიცი, რასაც ვგრძნობ რა ხერხით ვთქვა.
თავს დაჭეჭყილად და დახრულად ვგრძნობ.
ვიცი, რომ ძალიან მივეჩვიე სასოწარკვეთილი პოსტების შვანშვალლს, და ამ განწყობებსაც, გეგონება შემიხორცდაო...რა უბედურებაა

გუშინ რომმ გიყურებდი წარმოდგენა არ მქონდა რა მექნა შენთვის...უფრო სწორედ რა მინდოდა, რომ მექნა...
და მერე ვიფიქრე, ჯობდა მოგფერებოდი და დამეკიდა საკუთარი თავის შემდეგი რეაქცია და შენიც...
არ ვიცი იმიტომ კი არა რომ მიყვარდი...უბრალოდ შენ რომ იყავი მაგიტომ, ცოტათი მაინც უნდა შემომეთბე.
აბა რა იცი ძვირფასი, რომ ხარ...მეც არ ვიცოდი.
რომ წამოვედი მერე ამტკივდა ნერვები, ალბათ იმის გამო კი არა მე რომ არაფერს ვგრძნობდი
იმის უფრო-შენ რომ არ გრძნობდი.
სისულელეა ეს.
რათქმაუნდა

უბრალოდ დაახლოვებით ერთი საათით მოვიცილე ფიქრი თავიდან...
ეს შენზე, თორემ სხვებს რა დალევს.
ტანჯული სახე მივიღე და წუწუნი დავიწყე...
ტკბილად იძინე....
მაპატიე...არ მაცადე, რომ შემყვარებოდი... : ) მოვინდომებდი .