დღეს გადავწარსულდი : )
ისეთი რაღაცეები ამოვქექე ახლა მოსიარულე მოგონებები ვიქნები რამდენიმე დღე...
მიკვირს, როგორ გადავაგორე, როგორ მიჭირდა თურმა და თან რა უაზრობის გამო...ვკითხულობდი ჰოდა, ვერ წარმომედგინა, თუი იმ ყველაფერს და შენ, მე განგიცდიდი.
რამდენი ემოციები მქონია, ახლა რომ ვარ გამომშრალი...ისე კი არა, მტკიოდა მაშინ...
უცნაურია, კიარადა მე მეუცნაურება...ამდენი რამის ერთბაშად გახსენება გულზე დამადგა, იცი რა სხვანაერა ნაწერებია...სულ არ მგავს მე, თურმე როგორ ვიყავი სენზე ჩაციკლული...
სულელი.
მეგონა დიდი დრო გავიდა....არადა თარიღები რომ ვნახე, გამაკვირვა. სულ რარაც რამდენიმე თვეა. არადა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სიზმარში ვნახე რამდენიმე წლის წინ და მე არც ვიყავი ისე ვინც დამესიზმრა...ვიღაც სხვა, რომელმაც უბრალოდ თავისი განცდები შემომაჩეჩა, ვერ აიტანა და იმიტომ.
ჰოდა შენთვის არცერთი წერილი არ მომწიერია იმის მერე....ახლა კიდევ გამახსენდა დრო....უცნაურია აღარ არსებული რაღაცეებიც თითქოს აქვეა.
ცოტა მეცინებოდა კითხვის დროს.
ზედმეტი ემოცია ჩანს....არვიცი, რომ გითხრა მენანება თქო....არა

არასდროს მჩვევია სინანული...ეს ასეა.
როგორც მოხდა ისე უნდა ყოფილიყო...აი არც ვნანობ, არც შენცდომებზე ვფიქრობ, იმიტომ რომ შეცდომები ცხოვრებაში საერთოდ არ მწამს...ცხოვრება ზუსტი მეცნიერება რა არის.
თურმე ყოველთვის მინდოდა, რომ თავი კარგად გეგრძნო და ჩემთვის არაფერი...ასე წავიკიტხე.
აი რა გითხრა, სულ აღარ მახსოვხარ, ძნელია ასე, საკუთარი ტკივილის დავიწყება....მერე შენი თავი გავიწყდება...როგორც მე მომივიდა : ) აი ახლა, ვიხსენებ და ვერც...
შენს მიმართ გრძნობა არ მქონია....არც მაქვს.
მიკვირს, როგორ შემეძლო შენი ასე გაზვიადება. მიკვირს, მაგრამ რაც იყო .... : ) მნიშვნელობა აწმყოს არ შერჩა და ეგღა მაკლია წარსულზე ვიღელვო, უბრალოდ გავიხსენე. ყოველგვარი შეგრძნების გარეშე.
მინდა დავწერო მომენატრე თქო...მაგრამ , რომ არ? : ) არვიცი სიტყვას ვეძებ და ვერ მოგარგე.
გამახსენდი.
ასე...
წავედი.
ამდენი ხნის მერე წერილია შენთვის : ) მესიამოვნება, თუ თავს კარგად გრძნობ...არა, გატყუებ, სულერთია ჩემთვის როგორ ხარ : )
ჩემი წარსული თავის ხათრით უბრალოდ....
თავი უნდა განვინათლო, : D აღარ მცალია იმისთვის რაც უკვე იყო...
კარგად ტკბილო.