წერილის მოწერა მომინდა ახლა და რა ვქნა...
ძალიან გთხოვ.
ცოტა ხანიც და მეც მანდ ვარ, დამელოდე უბრალოდ.
ვიცი რომ სულელი ვარ და ტყუილად ვართულებ...
თორემ რა აზრი შეიძლება იყოს ახლა ამ ყველაფერში.
თითქოს ძლივს მოვუყარე ჩემს თავს თავი და ისევ ძველებურად დამეწყო....
მისმინე. არაფერში არ გარწმუნებ...როგორც მეუბნები ხოლმე
თავს ვიტყუებ და მინდა რომ შენც მოტყუვდე. ალბათ იმიტომ არ გიშვებ, რომ მეშინია...იმის, რომ თუნდაც ცოტა ხნით გამიჭირდება. მშიშარა ვარ, უკვე ისე გადავეჩვიე გრძნობებს, ტკივილიის წარმოდგენაზეც ვფრთხები.
ხომ იცი...რომ სულ სხვა ხარ შენ....არ მიგაგდებ. იმიტომ რომ არ მინდა. ჯერ უნდა გამოგიყენო კარგად. ყველა სურვილი დავიკმაყოფილო და მერე თუ გინდა დაიმარხე.
არ ვიცი, გაზვიადებ, რა მოხდა? მინდა და იმიტომ.
ხომ ვთქვი ამ იდიოტურ წერილებს აღარ დავწერ თქო.
ახლა ხალხი კითხულობს სირცხვილია, თორემ კიდევ მოგწერდი

ძილშიი წავედი...ვიცი, რომ ძველებურად გაგრძელდება.
ვიცი რომ თუ არ-მაგასაც დიდად არ განვიცდი.
დღეს ასე ტყუილებით მინდა ძილი უბრალოდ...იმ ტყუილებით , რომ მაღელვებს ახლა სადმე რომ გდიხარ და ბოთლს ელაპარაკები .
ხანდახან ძალიან მწყდება გული...ოღონდ არ ვიცი ხოლმე რაზე...
ისე უბრალოდ...ჩაწყდება და მორჩა.
მოვრჩი სენტიმენტალურ სისულელეებს...ხვალ ხვალეა...და ხვალ სხვა არ გრძნობების დღეა.
ისევ უნდა გავიყინო. მე კიდევ მეგონა...
მოკვდი მაშინ...მინდა რომ განვიცადო.
რამდენი ხანია არ მიტირია. იქნებ მერე მაინც ამეტიროს...
და არ ვიცი, კ ჩორტუ ეს ყველაფერი.
გულიმერევა. წავედი...
შენ კი თუ მოკვდები გამაგებინე....მოვალ და დაგცინებ...ან გისაყვედურებ.
იყავი.

ხელზე
* * *
This post has been edited by frenologi on 11 Dec 2009, 03:03