ჩემო საყვარელო ნოშრევან... (

)
რო დაეთრევი ღამ-ღამობით ქალებში და გგონია, რომ ვერ ვხვდები...
კრეტინი ხარ, რა!
გითხარი-თუ მოგინდა, მითხარი თქო?
არა, ხომ გითხარი ჩვენი ქორწილის დღეს?
დებილი ხარ, რო გელაპარაკები და არ გესმის.
კაცო, კოველ დღე იმას გიმეორებ, თუ მოგინდა რამე, მითხარი, აგერ ვარ თქო... თუ ვერ გვაკეთე, ჩემი ხელით დაგილოცავ გზას...
არ შემიძლია რა... ვერ ავიტან ამდენ უთქმელობას...

პირველ დღეებში კი მეუბნებოდი, გემრიელია, გემრიელიაო, მარა კარგად ვიცი, ტუალეტში რომ გადიოდი, რასაც საქმიანობდი...
კაცო... გეთქვა რა... ერთი სიტყვა გეთქვა და მოვაგვარებდი წამში... ყველაფერს სწავლობენ და ეგ რა რთული სასწავლი გამიხადე?!.

მე შენ გეუბნები... მოეშვი ამ ქალებში წანწალს!
ნუ შეაწუხე რა... ეგენიც ხო ხალხია? მერე რა რო დედაშენი და ბებიაშენია? მაგათაც უნდათ დასვენება.
ბოლო ბოლო, ერთი 10 ლარი რა გაგიხდა?
მიყიდე ეს უპატრონო წიგნი და ვისწავლი მე თვითონ.
თუ არა და მე შენ გეტყვი, ფული არ გაქვს... თუ ჩემი გაკეთებული საჭმელი არ მოგწონს, წავიდეთ ბატონო რესტორანში.
იცოდე, მეორედ ამ საკითხე არ მანერვიულო.
P.S. დღეს ცურვის მასწავლებელთან მივდივარ. გაზქურაში. იგივე ოვენში, მეზობლის შემოტანილი ინდაური დევს. 180 გრადუსზე გააცხელე და ჭამე.
P.P.S. ძაღლს არ აჭამო... ისედაც კუჭი აქვს აშლილი...
შენი მოსიყვარულე და ერთგული ცოლი This post has been edited by Simperia on 19 Feb 2008, 22:47