აჰა.დადგა მახინჯი 15 აპრილი.დღე რომელმაც შენი თავი გამახსენა.არ ვიცი გული დამწყდა თუ რა მომივიდა,მაგრამ მტკივნეული იყო შენი გახსენება. დღეს ერთი წელი გახდა.რა მალე გავიდა დრო.გუშინდელივით მახსოვს უკანასკნელი სკანდალი და დამახინჯებული გრძნობები.გრძნობები,რომელიც სიძულვილში გადაიზარდა...
დღეს ბევრი ვიარე ძალიან...გზა ვტკეპნე რუსთაველიდან ვაკემდე და ვაკიდან რუსთაველამდე.თან შიშისგან ფეხები მიკანკალებდა-მეშინოდა შენ არ შემხვედროდი.ყველაზე მეტად შენთან შეხვედრა არ მინდა,იმიტომ კი არა,რომ მიყვარხარ.იმიტომ,რომ მძულხარ. ამ დღის მერე უფრო მძულხარ,დაღი რომ დამასვი მთელი ცხოვრება...
იცი ჩემი პრობლემა რა არის? შენს გამო აზროვნება რომ დავიმახინჯე.ყოველთვის მახინჯი ფიქრები,რომ მაწუხებს,ყველასთან,ვინც არ უნდა იყოს.
შენს გამო ადამიანებს აღარ ვენდობი.ბიჭები შემძულდნენ.სიყვარულის და ახალი ურთიერთობის შიში დამჩემდა და საკუთარი გრძნობების უფრო ღრმად გულში დავიწყე მალვა.ბევრი ცუდი გამიკეთე... და ამიტომ მძულხარ...
იცი გუშინ სიზმარში რა ვნახე?! ვიღაც იყო,არ ვიცი ვინ.ყოველ წუთს მივდიოდი მასთან და ლოყაზე ვკოცნიდი,ისე როგორც შენ.ისე მიყვარდი,არ ვიცოდი ჩემი სითბო როგორღა გამომეხატა.იმიტომ სულ გკოცნიდი,ყოველ 5 წუთში,მძინარეს გეფერებოდი ყოველ ღამე.როცა მაგრად დაგეძინებოდა,გეხუტებოდი და მთელი სხეულით გეკვროდი,იმიტომ რომ ძალიან მიყვარდი და გრძნობებს ვერ ვთოკავდი. შენზე გაბრაზებაც არ შემეძლო და შენთან ერთი ჩახუტებაც კი მავიწყებდა ყველაფერს.ვინ იფიქრებდა,რომ ოდესმე ასე შემძულდებოდი...
სულელივით გელოდებოდი ხოლმე ფანჯარასთან.მოუთმენლად ველოდი როდის გამოჩნდებოდა შენი მანქანის ფარების შუქი.გიჟივით წამოვხტებოდი და კისერზე შემოგახტებოდი პატარა ბავშვივით.გკოცნიდი და გკოცნიდი...
გახსოვს? ვერე პალასი.ჩემს კალთაში თავს რომ ჩადებდი და მე,რომ გეფერებოდი....
მე შენი ნიკაპის ქვეშ მიყვარდა ცხვირის შეყოფა.შენს სხეულს ვყნოსავდი.ძალიან მიყვარდა შენი სურნელი....
დილით მოგეპარებოდი და გკოცნიდი.თამაშით გაღვიძებდი ყოველთვის....
სულელივით მეკერა სიტყვა-სიხარულო...ვიტანჯებოდი,მაგრამ მაინც ვერ გელეოდი...
ის თუ გახსოვს ღამეებს როგორ ვათენებდით.რამდენს ვიცინოდით,რამდენს ვყვებოდით.წიგნს,რომ გიკითხავდი დედასავით
ავად რომ გახდებოდი,ღAმეები არ მეძინა.შენ გივლიდი.სულ თავს დაგტრიალებდი.პატარა ბავშვივით გემსახურებოდი,ლოგინში მომქონდა ყველაფერი და წამლებს ძალით გასმევდი....
კიდევ მინდა ასეთი თავგანწირული ვიყო,ოღონდ სხვის მიმართ.კიდევ მინდა უზარმაზარი სითბო და სიყვარული გამოვხატო,ოღონდ სხვის მიმართ...
მძულხარ....საშინლად მძულხარ...თუ რატომ მიყვარდი ასე ძლიერად და რატომ შემძულდი,მიზეზი შენს თავში ეძიე...
........................
წუთიერია ყველაფერი.....მთავარია ეს წუთი მთელი ცხოვრება გაგრძელდეს....