ეს წერილი სხვა თემაში დავდე, მარა რაკი ეს წერილების განყოფილებაა, მოდით აქაც იყოს...
სამწუხაროა რომ ადრესატი ვერ წაიკითხავს, მარა არა უშავს... ან იქნებ წაიკითხოს კიდეც...

დიდი ხანია მელნისფრად არ უტირიათ ჩემს გრძნობებს...
ამ დროის განმავლობაში იმდენი რამე მოხდა - თან არაფერი...
იმდენი ლამაზი დღე იყო - თან არც იყო...
იმდენი ლამაზი წამი - თუმცა გაყინული...
მთელი ეს დრო შენც ჩემთან იყავი - თუმცა არც იყავი...
აბურდულია ყველაფერი... არეული და აბსურდული...
სად არის სინამდვილე... ვეძებ და ვერ მიპოვია...
ილუზიაა გემეფებული ირგვლივ... ილუზია და ფანტაზია... მათი ნაერთის ნაყოფია ჩემი ოცნებები...
არაფერია რეალური... ან თითქოს არ არის... ან თითქოს არ მინდა დავიჯერო...
დროული იქნება კითხვა - რატომ?! მოკლედ ვუპასუხებ - მეშინია! -რისი? - იმედგაცრუების!
ნუთუ ასეთი უსუსურია სიყვარული! თუმცა არა, უსუსური კი არა, სათუთია... ბროლის თოჯინა...
ადვილია დამსხვრევა... თითქმის შEუძლებელი აწყობა... ამისი მეშინია სწორედ...
იცი როგორ მიყვარხარ? თუმცა საიდან უნდა იცოდე... ეს ხომ მეც ვერ გამიცნობიერებია ბოლომდე...
უძვირფასესი ხარ ჩემთვის... მაგრამ რატომ ვერ გამიგია... მე ხომ არც კი გიცნობ...
ხედავ უცნობს როგორ გესაუბრები?! თითქოს ჩემს წინ იდგე ახლა, ამ შუა ღამისას და მისმენდე...
რეალურად შორს ხარ... ჩემთვის ძალიან შორს... ალბათ გძინავს მშვიდად... დაძინებამდე შენს სამყაროს გადაავლებდი
თვალს, სამყაროს, რომელშიც მე არ ვარ... დააწყობდი გეგმებს, რომლებიც მე არ მეხება... ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო ხვალე...
ახლა კი უშფოთველად ისვენებ...
პესიმისტი ვარ ხო? სასაცილოა...
იმიტომ რომ სინამდვილეში ასე სულაც არ მგონია...
ახლა მეჩვენება რომ შEნც გღვიძავს... ფიქრობ... ჩემზე ფიქრობ... ერთი სული გაქვს როდის მნახავ...
ეს ოპტიმიზმია! თუმცა მაინც სასაცილო...
გავრბივარ... გავრბივარ და ვერ გავექეცი ფანტაზიას და ილუზიას...
იცი, სულ პატარა საგნის პატარა დეტალშიც კი შენი სახე იკვეთება რატომღაც... გონების ზღვის ზედაპირზე
შენ ხარ... დანარჩენი ყველაფერი ფსკერზეა დალექილი...
ეს ცუდია?
სულაც არ მგონია ასე...
აბა კარგი? არც ეგ ვიცი...
კარგი და ცუდი ერთმანეთში აირია...
კიდევ გეტყვი, რომ ამ წუთას დიდი სიყვრულის მოწმე გავხდი... წვიმა წამოვიდა და მისი წვეთები ჩემს ფანჯრებს
თითქოს ეფერება... იცი როგორ ნაზად ეხვევა და კოცნის?!
საოცარია წვიმა... მოსიყვარულეც შეუძლია იყოს და დაუნდობელიც... შეუძლია ჩაგეხუტოს და შეუძლია დაგსეტყვოს...
აგატიროს ან გაგაცინოს... გიმღეროს ნაზად ან გიყვიროს, აენთოს მრისხანედ და შეგაშინოს...
მიყვარს წვიმა... მისი ასეთი ხასიათის გამო მიყვარს სწორედ.. მიყვარხარ შენც... მიყვარხარ ძალიან...
და სულ ერთია ახლა გძინავს თუ გღვიძავს.. ახლოს ხარ თუ შორს... ფანტაზიაა ეს თუ ილუზია... წვიმს თუ თოვს...
გესმის ჩEმი თუ არა... მიაპყარი გონების თვალი შენს გარემომცველ ჰაერს, სივრცეს და აუცილებლად დაინახავ, გაიგონებ ან
იგრძნობ ამ სიტყვებს... გთხოვ, ნურასდროს დაივიწყებ მათ...
შენ სიცოცხლე ხარ ჩემი... და სიცოცხლემ ადამიანი რომ დაივიწყოს ''სიკვდილს'' ნიშნავს ეს...
სიკვდილს - ადამიანისთვის, თორემ სიცოცხლე ხომ მარადიულია... ნუ გამომიტან ასეთ მკაცრ განაჩენს, რადგან:
-სიყვარული დანაშაულად თუ არ ითვლება, ღმერთმა ხომ იცის, არ მიმიძღვის შენთან სხვა ბრალი!...

2008წ. 26.02. 04სთ.41წთ.