კარგი იყო დღეს, გუშინდელს აშკარად ჯობდა

მარა მაინც მოჟოშკეს რა... "სახლი" არ იმღერა

ხოდა აი მიშა.... ეხ მიშა მიშა...
მოკლედ ვინც არ იყავით, რა მოხდა ეხლა: მოვიდა ჩვენი მიშა. ამის გამო კინაღამ გადაგვჭყლიტა დაცვამ.
ნიაზამ მიშას მოსვლა და "დრო"-ის დაწყება (მოქალაქეთა კავშირის სარეკლამო კლიპი

) ერთი იყო

მერე ზუმბა დაჯდა და "გამარჯობა აფხაზეთო შენი" იმღერა და ეგ იყო რო ავარდა სცენაზე ეს ნაგიჟარი!
დაიწყო, იბოდიალა რაღაცეები, ამოიღო უცებ ჯიბიდან აიპოდი, და იძახის "მეო სულ აიპოდით დავდივარო, მანქანაში ხშირად ვუსმენ მუსიკასო, ხოდა აი ნახეთ პირველი სიმღერა რა მაქვსო!" აღმოჩნდა რომ პირველი სიმღერა ქონდა "გამარჯობა აფხაზეთო შენი" და ყველას გაგვიხარდა.
მარა მერე რაც თქვა, იმან ვაფშე მაგრა გატეხა....
"აი ეხლა ზუმბას ყურში მივცემ და თითონ დარწმუნდესო!"
რას იზამდა საწყალი ზუმბა, აიღო ყურში.... მიშას აიპოდი...
ხოდა რა ვიცი აბა... გამიტყდა მე მაგრად... ვაფშე რას მოდიოდა....
ყველაზე მეტად მაინც "ამოვიდა"-მ გაასწორა. და ვაფშე პირველი ალბომი 33ა-სი ყველაზე მაგარი იყო. არ უნდა ამას მიშა და გრიშა.