დანარჩენს რაც შეეხება (ცუმპა-ცუმპას გარეშე რომ ვთქვათ).....

პირველი დღე იყო, თან წვიმიანი, გამოფენები არ იყო, არც სახლები იყო მორთულ-მოკაზმული...
იმედია იქნება.....
რამდენიმე სცენაა....ადრე ერთი იყო მხოლოდ....
განათება უკეთესია და ხმის გამაძლიერებლებიც ახალია და კარგად ნაწილდება ხმა....
პროდუქტებიც ერთგან იყიდებოდა და რიგები იყო ხოლმე...ახლა 3განაა და არც რიგია დიდი.....
მწვადიც იყო და სხვა დანარჩენიც....
ჰოდა.....გუშინ ძალიან კარგი საღამო იყო....მეცეკვებოდა , ვერაფრით მოვისვენე სკამზე.....
ჯერ იმ ლატვიელების ანსამბლი, ცეკვები და მუსიკა მომეწონა...მერე ასა-ფართი....
სუხიშვილებში ბევრი ახალი მუსიკოსია და ახლებურად უკრავენ კომპოზიციებს....
მართალია, მოცეკვავეები უამრავჯერ წაიქცნენ სცენის სისველის გამო , მაგრამ არ იმჩნევდნენ...
იმ პატარა დრამერის ფანი გავხდი....ენრიკო ერქვა, თუ რაც ერქვა, არ ვიცი ზუსტად......
პირველი დღე კარგი იყო ძალიან...თუმცა "დეციშის" ველოდები უკვე ერთი წელია და გუშინ ვერ გამოვიდა...
ნიაზმა სხვა დღეს გამოვაო, მაგრამ არ მჯერა რაღაც....
ვნახოთ დღეს რა იქნება....