სულ ზულუსი ან ვარამუნგა რომ მეძახოთ ერთი ცრურწმენა მაინც მაქ - მეკვლეობას უკავშირდება. თან მხოლოდ ერთ კაცზე, 60 წელს გადაბიჯებული მეზობელი მყავს, არანაირი ურთიერთობა არ მაქ, გამარჯობის გარდა -
არავითარი!!!ჰოდა ერთ მშვენიერ 2 იანვარს აქეთ ცოლი, იქით ბავშვი, არა სამსახური - მოკლედ გემრიელი ოჯახური გარემო და ვიღაც კარებზეა - ნუ ფიქრობ მეგობარი, ახლობელი და ა.შ. "მაჟორი" და ამ დროს ეს ჩემისა დგას პოლუნასვამი (ლოთის შთაბეჭდილება არ შეგექმნათ, სერიოზული კაცია, დოლჟნოსტი, მაყუთი - წესრიგში აქ).
მე: "გილოცავთ, მობრძანდით" - სიფათზე რეალური ულიბკა.
ის ჩემისა: "პროსტა მოგიკაკუნეთ, მგონი ჩემი 95 წლის დედა კვდება და იქ გავრბივარ - გინახულეთ" (ცხოვრებაში ჩემ კართან არ მოსულა და არც მე მაგისასთან)
იმ წელს ლამის /ცენზურა/ - გარდა იმისა რომ უახლოესი ხალხის პანაშვიდებზე მისვლას ვერ ვასწრებდი იმიტომ რომ ჩემი და ჩემი ცოლის მშობლებმა თითო ოპერაცია მაინც იკეთეს, საქმეზეც მაგრა დამერხა - ყველაზე საყვარელი კანტორა ისე უკან წავიდა რომ დავხურე.

-მთელი წელი რატომღაც მაგას ვაგინებდი, ჩამებეჭდა მეხსიერებაში და არ ამოვიდა.
გეფიცებით ხალხო, მეორე წელს, 2 იანვარს, იგივე მეორდება ზუსტად, ცოლმა გლაზოკში გაიჭყიტა და ეგააო!!!!, მივედი კართან და ს პონტომ ვინ ხართქო

ახლა მეუბნება დრელი გექნება და მათხოვეო (მის დღეში არაფერი თავისი ხელით არ გაუკეთებია) - აღზრდას, გურჯობას, ყველასთან თბილ ურთიერთობას, ყველაფერ ამას გადავაბიჯე და ვეუბნები: იზვინი, ისეთი /ცენზურა/ ვარ, მეკვლეს ველოდები და კარს ვერ გაგიღებმეთქი.
რაც გინდა დასაზრახი იყოს ჩემი საქციელი - ვერ გავქაჩე სხვანაირად და ა ბატონო თქვენ ჩემი "აღსარება".
This post has been edited by ი ს ტ ე რ ი კ ა on 24 Aug 2007, 00:07