ჰო, ცოტა რითმაში ვერ ქაჩავს მემგონი, მაგრამ მივეხმაროთ ადამიანს იქნებ რამეთი მაინც:
===============================================================================
ექსპრომტი
------------------
ფირუზისფერი ცა დაიბინდა ამ ჩემს თვალებში,
თუმცა ეს მხოლოდ სიყვარულის მწარე ცრემლია,
თითქოს სამყაროც გაითქვიფოს სევდის მორევში,
უზომოდ გეტრფი და სიხარულიც გამომერია.
გეძახი, მოდი და დაადე ჩემს გულს სალბუნი,
შენი ტუჩები მაგონებენ მეწამულ აისს,
ვნება მკლავს შენი, დამდაგველი, ძლიერ საცდური,
ამ სილამაზეს ტოლი არ ჰყავს, ვითარცა მაისს.
ჩემს ფანჯრებს გარეთ ზეცას ისევ გადაჰკრა ბინდმა,
შენს თვალთა ციალს მოლანდებად შორეთში ვხედავ;
მონატრებაა ჩემი ტანჯვა, ჩაგიკრა მინდა,
გეტყვი "მიყვარხარ!" და სამუდამოდ დაგტოვებ ჩემთან.
* * *
რა რავარია???

ცოტა რითმა აკლია მაინც.