ძმაკაცის ქორწილში ვარ. ცეკვები ატყდა უკვე, მიატოვა ახალგაზრდობამ სუფრა. ქართულის გაგებაში არ ვარ და პაპსა რომ დაუკრეს, მეც დავაპირე შევერთებოდი მოცეკვავეებს. გზად ვიღაცას გამოველაპარაკე, და დენსფლორზე რომ შევედი, კაკრაზ მორჩა მუსიკა. ამას მოყვა "მთიულური" თუ რაღაც მაგის მაგვარი, და შემრჩა გოგო, რომელიც მანამდე როგორც ვაკირდებოდი, ყველაზე კარგად ცეკვავდა ქართულს

ნუ რაღა მექნა, გავჭიმე ცალი იდაყვი და მეორე ხელი გავმართე და ვბაძავ სხვა ბიჭებს როგორ შემიძლია

ამასობაში, ამ გოგომ გაშალა ფართოდ ხელები... რაღაცნაირი კაბა ეცვა, სამკერდული ბრეტელთან რგოლებით იყო შეერთებული. ჰოდა ხელები რომ გაშალა, ბახ! და... 1 რგოლი გაწყდა

ლიფჩიკის ფერი გაუიასნდა

ჰოდა როგორც გაშალა ხელები, იმაზე მარდად მოიკეცა.

"უიჰო" თუ რაღაც მსგავსი შორისდებული აღმოხდა

ნუ მე რა, გახვალისდი მაგრად, იმან იგრძნო თავი ალბათ უხერხულად

მაგრამ არც ისე: "არაუშავსო"(გეგონება მე გამიწდა ბრეტელი), თან ცალი ხელი გაასავსავა და ჩაიქნია ამის დასტურად. ამან უფრო გამახალისა "ბაზარი არ არის მეთქი". ჰოდა არ დაიბნა, დაიმონტაჟა ისევ ბრეტელი რგოლზე და განაგრძო ცეკვა

მაგრამ ეტყობა მაინ ეუხერხულდა და მალევე დაჯდა
This post has been edited by VINCENTo on 17 Oct 2007, 14:49