დღეს რამდენჯერმე წავიფორთხილე

.
ერთხელ სერიოზულად დავეცი, უკუსვლით სრიალებდა ერთი ახალგაზრდა ქალბატონი და ფეხებში შევუვარდი პირდაპირ :ვაისირცხვილოსმაილიკი:.
მარა ჩემი ბრალი არ იყო, მაგარი "რაზგონი" მქონდა აღებული და ვერ დავამუხრუჭე. ისიც სულ არ იყურებოდა, საით მიქროდა.
საბედნიეროდ მხოლოდ მე აღმოვჩნდი ყინულზე გართხმული და ის არ დაშავდა.
ჰოდა ახლა მენჯის მარჯვენა უკიდურესი მონაკვეთი მტკივა

.
სამაგიეროდ ცალ ფეხზე სრიალი დავამუღამე და მიხვევ-მოხვევაც

საერთო ჯამში მაინც კარგი იყო.
ლილუმ დაცემის უახლესი ილეთები აითვისა, არ იშურებდა რბილ ადგილებს დასაჟეჟად.
საინტერესოა ხვალ როგორი იჯდება სამსახურში

.
არც წივწივას დაუზოგავს თავი, ალბათ ძალიან სცხელოდა, თორე რისთვის ჩაეხუტებოდა წარამარა ყინულს.
პერწკლის შესანიშნავი დასაწყისი ჰქონდა

.
მართალია 2-3-ჯერ დაეცა (ერთხელ საკმაოდ სერიოზულად) მაინც არ ეპუებოდა და მოაჯირსაც გაბედულად შორდებოდა

.
შიკოლადის ციგურებმა მოედნის ცენტრის ყინულის გემოც გაიგეს, თუმცა მას მერე, რაც კინაღამ წააქცია სწრაფად და ოსტატურად მოსრიალე მელოტი ყმაწვილი (ალბათ კარგი მცოდნე იყო), იმ ყმაწვილმა ურჩია ჯობია მოაჯირთან ისრიალოო

.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა, ლილუმ მობზრიალე და უკუსვლით მოსრიალე გოგონას სთხოვა, მასწავლე უკან როგორ ვისრიალოო. გოგონამ ჰკითხა, წინ სრიალებო?
რაღას იზამდა ჟენია, კაი სხვა დროს იყოსო და გამობრუნდა

.
ცუცქა შესანიშნავად სრიალებდა, თუმცა ერთი ისეთი დაებერტყაა... ალბათ 1 მეტრის სიმაღლიდან გამოექანა საჯდომით და ეძგერა ყინულს. სუფთა ყინული რომ ყოფილიყო, აუცილებლად დაიბზარებოდა

.
აჰა, გაგჭორეთ ყველანი :მეზობელიმარგოსმაილიკი:.
This post has been edited by Int3lig3nt on 19 Oct 2007, 00:04