როგორც ფორუმელთა უმეტესობას მოეხსენება ჩვენი ფორუმის კოლორიტმა, კაცმა ლეგენდამ, რეზერვისტმა, ლოთმა, ბლექერმა,გეიმერმა და საუნდ მასტაააამ, ყვავამ იგივე BigCrow-მ(http://forum.ge/?showuser=6521) ..... და უბრალოდ მირიან ტორონჯაძემ დასდო პატივი ჯეობარ 4-ს და მონაწილეობას იღებს ამ პროექტში.
ფორუმზე ბევრი თემაა ამ ფაკტთან დაკავშირებით გახსნილი მაგრამ არსად არაა დაწვრილებით განხილული ყვავას შემოქმედება, მისი თავისებურებები და ის თუ რატომ ვაფასებთ ჩვენს თანაფორუმელს ასე
ადრე შევპირდი თუ შეხვალ ბარში თემას მოგიძღვნი თქო და აი ვასრულებ პირობას და ამ თემაში მინდა უცხო ხალხს შეუქმნათ წარმოდგენა თუ ვინ არის ჩვენი თანაფორუმელი ყვავა
ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება ამ თემას ნუ გავაოფტოპიკებთ, არის აქ ყვავაზე საკმაოდ ბევრი თემა გახსნილი და ოფტოპიკები იქ ვპოსტოთ აქ კი დავდოთ ყვავას შესახებ ყველაფერი იქნება ეს მისი სურათები, გადაკეთებული კლიპები, მოგონებები (რეზერვზე მაგალითად), თუ იუმორისტული ნაწყვეტები(პახმელია), ასევე მისი შექმნილი საიტები და მუსიკა და გავიხსენოთ ყვავს არანორმალური, ლოთური, გიჟური, გამოხტომები ფორუმზე თუ ფორუმის გარეთ
მოდერატორს კი ვთხოვ ეს ერთი თემა მაინც გააკონტროლოს და დაიცვას ოფტოპიკებისგან და ყველა პოსტი რომელიც არ იქნება ყვავასთან დაკავსირებული ან წაშალოს ან სხვა თემაში გადაიტანოს!
მემგონი ეს ყველაფერი ძალზედ წაადგება ჩვენს თანაფორუმელის უფრო მეტად პოპულარიზაციას ასე რომ დაუდგეთ გვერდში მას
ესე იგი დავიწყეთ
წარმოგიდგენთ მირიან ტორონჯაძეს

აი მისი შემოქმედებიდან რამდენიმე მარგალიტი
ყვავას ბუდე © BigCrow
ყვავას მიერ გარემიქსებულმა ერთ დროს ცნობილ სიმღერას "სოფიკოს" მეორე სიცოცხელე აჩუქა


სად აღარ ნახავდით ამ სიმღერას:
1.
http://bigcrow.wordpress.com/2007/07/04/სოფიკო/2.
http://www.youtube.com/watch?v=J25BGlIGITc 3.
http://www.myvideo.ge/?video_id=484214.
http://despani.com/content/view/1109/221/5.
http://babajana.com/index.php?newsid=709სამწუხაროდ ზოგი იუმორზე აცრილი და დაკომპლექსებული ინდივიდი ვინც არ იცნობდა ყვავას ვერ მიხვდა თუ როგორი იუმორის პატრონი შეიძლება ყოფილიყო ამ კლიპის გამრემიქსებელი BigCrow და ბევრის კომენტარზეც მაგრად ვიკაიფე, ვინც ვერ მიხვდა რომ ყვავა ხუმრობდა
ამ ზაფხულს როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის ყვავა რეზერვში იყო

და რომ ჩამოვიდა "რეზერვისტის ჩანაწერები" მოგვიძღვნა რასაც აქვე გთავაზობთ!
"09 ივლისი, 2007
…ჩამოვედით. ვროძე ნიჩივო, მაგრამ გვშია, ძალიან. ჯერ ბარდაგია, ვიღაცეები მორბიან, ვიღაცეები მირბიან, ჩვენ ყველას ვკიდივართ. ჩვენ კი გვშია, თან სიცივეა უბედური. ბლიად.
…როგორც იქნა გაგვიშვეს ოცეულებად, საჭმელი საღამომდე არ გვაღირსეს, ამიტომ ისე გვშიოდა, თეფშები და პოდნოსები ვლოკეთ. ნისლია აქ რაღაც საოცარი, სასადილოდან ორმოციოდე ნაბიჯში ვართ და ვერ ვხედავთ. მგონი ღრუბლებში ვართ. კრუტა…
10 ივლისი
პიზდეც. ფორმები უკვე დაგვირიგეს, გვაშაგავებენ, სამწყობრო სიარულს გვასწავლიან. შეპირებული ყოველდღიური დუში არ ჩანს, თვალითაც არ გვინახავს როგორია, არადა მთელი დღე მზეში ვყრივართ, ვშაგაობთ. კიდევ კარგი გარშემო სულ ტყეა და ფორმები დამწვრის სუნს რომ აუშვებს, ჩრდილში ვსხდებით. მაგარი ჟრატვაა მამენტ აქ, თანაც უფასო . საღამოსკენ ბატინკს მპირდებიან, ამბობენ ფეხს ტკენსო… ვნახოთ…
11 ივლისი
წუხელი იარაღი დაგვირიგეს და შედარებით ადრე დაგვაძინეს - 12 საათზე. დღეს მთელი დღე საცეცხლე მომზადება გვქონდა, ფიცი მივიღეთ და ვიჟიმ… ვიატჟიმანიეთ. ცხელა.
12 ივლისი
ვაი, მტკივა წელი. ისე არ მტკივა, როგორც გუშინ, მაგრამ მაინც. ვეჩვევი ნელ-ნელა. უკვე იარაღით და ათასი ჯანდაბით ვშაგაობთ, მძიმეა და ხრიგინა, მით უმეტეს უკვე ჩანთებიც დაგვირიგეს. სრული აღჭურვილობით რაღაც ტერმინატორს ვგავარ. სტრაიკბოლის მსგავსი რაღაც გვათამაშეს დღეს ტყეში, ვიხოხეთ, ვიფოფხეთ, ცარიელი ავტომატებით და ძირითადად ბატებივით. ჩემი გუნდი გაგვჟლიტეს წიწილებივით, არც სახეზე ტალახმა მიშველა და არც თავზე ჩამოცმულმა ბუჩქმა. ახლა ვწევარ ყაზარმაში და ყვერების ფხანით ვუსმენ სიმღერებს. მეხუთე ასეული მღერის, თეატრალები…
14 ივლისი
ეს ორი დღეა მოტყნულები ვართ. წიპა ბევრს არ დავრბივართ და არ ვშაგაობთ, მაგრამ მაინც დაღლილები ვართ. გუშინ ტყეში ვიბოდიალეთ, ვიხოხეთ, ვიტერორისტეთ. ექვსი კაცი გავაგორე, კაააიფ…
ზატო დღეს ყვერების ფხანის მეტი არაფერი გვიკეთებია, ტყეში ვეყარეთ. ჩვენი სერჟანტი ორი დღეა ტყეშია გაჭრილი და არ ჩანს… ხო, საღამოს… ნუ ახლახანს… ფეხბურთი ვითამაშეთ. ერთი სამი ხელი ვითამაშე და ბაყვი დავარტყი, ძალიან მტკივა, აი ძაალიან. ტაქშტა პასმოტრიმ, რა იქნება ხვალ.
15 ივლისი
ყვერთა ფხანა Inc. გამომდინარე იქედან, რომ დღეს კვირაა (სავარაუდოდ ამიტომ) ორი საათისთვის იარაღი უკვე ჩავაბარეთ და საღამომდე ყვერთა ფხანის მეტი არაფერი გვიკეთებია. ნუ მანამდე ტყეში ვირბინეთ, საბრძოლო გადაადგილებას ვამუღამებდით. ამ სირბილში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი აღჭურვილობა წაუყლევებს, ყველაფერი ფამფალებს და შეიძება დაკარგო სადმე. ხუინია. ახლა რაღაც წამოწვიმა და აცივდა. ვო პრეკოლ, გადასარევია. ზეგ სასროლად მივდივართ.
17 ივლისი
დღეს მთელი დღეა ყაზარმაში ვყრივართ. წესით სროლაზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ გუშინ წვიმაში მოგვიწია ბოდიალი და მთელი ბატალიონი ფორმების შრობაში ვართ. არადა გუშინ სერჟანტმა და კაპიტანმა ტყეში გვაფოთიალეს, კარგა ბლომად, სოფლამდე ავედით. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ათ კილომეტრამდე… იარაღით, მთებში. მამენტ გაასწორა, ბოლოსკენ რომ არ დავსველებულიყავით, მთლად კაი იქნებოდა. ზატო ახლა ყაზარმაში ვართ და ოფიციალურად ვიფხანთ ყვერებს. და ხო, სროკის ნახევარი უკვე გავიდა, დღეიდან ვიწყებ დღეების უკუთვლას.
18 ივლისი
პოლიგონი. მოტვლეპილი მინდორი, სადაც ერთადერთი გაქუცული ხე დგას და მთელი ასეულია შეფარებული. გზა - ჩერეზ თბილისი, კამაზებით, სუხოი პაიოკი და ღრიანცელი მანქანებში. სროლები, თითოეული ნახვრეტი პრიცელზე გვიხარია. ცხელა ბლიად. დღეს სუხოი პაიოკის მეტი არაფერი გვიჭამია, კონსერვები იყო, მაგრამ გასახსნელები არ მოყვა. ხუინაბლია.
20 ივლისი
კაროჩე რა, ამოვიდა ყელში. გუშინ უსაქმურობის დღე გვქონდა, დღეს ნახევრად. მეხუთე ასეულს ჩავუსაფრდით, მაგრამ არ დაგვცალდა, სხვა ბატალიონი შემოვარდა ტყეში და ვისი ყლე ვის ტრაკში იყო ვერ გავარკვიეთ. წესით ხვალ ღამე მარშ-ბრასოკი უნდა გვქონდეს, ჩანთებით და ჯანდაბებით. პასტაში გამედო…
21 ივლისი
დღეს შო და მროველი იყვნენ, შემახსენეს რომ ნაწილის გარეთაც არსებობს რაღაც. წერილი მომიტანეს, როგორც წესი და რიგია, სამკუთხედად დაკეცილი და ცრემლითა და სუნამოთი გაჟღენთილი. ვოტ ტაკ, პა არმეისკი. ეჰჰ…
დღეს კიდე, ტო ესწ ამაღამ, მარში უნდა იყოს. ღამე წამოგვყრიან და წავიდა… ვიძინებ.
23 ივლისი
დედა, რა იყო ეს. გუშინ მოგვასვენეს ყაზარმაში და დღემდე გონზე ვერ მოვდივართ. დავიწყოთ იქედან, რომ ღამის 4-ზე წამოგვყარეს და 5 საათამდე ეზოში ვიდექით, რაღაცას ველოდებოდით. ბოლოს ის რაღაცაც მოხდა ალბათ და დავიძარით. არავინ იცოდა სად მივდიოდით და რამდენი უნდა გვევლო, თუმცა ყველას იმედი ქონდა, რომ ახლოს და ცოტა. სულ ტყუილად… მზე რომ ამოვიდა, ჩვენ ჯერ კიდევ მთაში ვიყავით, თუმცა უკვე მოჩანდა ავბედითი ვაკეები ქვემოთ. ერთი დეტალი ცუდად დამრჩა თავში - ჩვენ რომ ნაწილიდან გამოვდიოდით, მაგ დროს მოპირდაპირე მთაზე რაღაც დედისმღერძავი ფართი მიდიოდა, ჩვენამდე აღწევდა ხმები და განათებები. პროჭები…
…მზე უკვე კარგად ამოვიდა, წყალი ნახევარს უკვე გაუთავდა, ფინიში კი არ ჩანს, ტაბახმელა გავიარეთ და სადღაც მივდივართ, უცნობი დესტინეიშენისკენ. წინ სარდალი მიგვიძღვის, დროშით. სადაც დაღმართს დაინახავს - გვარბენინებს. ის მაინც ვიცოდეთ სადამდე უნდა ვიაროთ…
…და აი ისიც… არა, არ მივსულვართ ჯერ. მინდორი დაიწყო, თვალუწვდენელი მინდორი, ერთი ხე არ ჩანს მთელ ამხელა მანძილზე, სადღაც ძალიან შორს, მინდვრის ბოლოში მთაა, მთის ძირში კი ტბა, მგონი კუმისი უნდა იყოს, მაგრამ ნუთუ ამ მთამდე უნდა მივიდეთ? ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა, მზე თავზე მაჭერს, საკუთარ ჩრდილში მაინც ვივლი… მცხელა და მწყურია… ბოლო წვეთები მაქვს დარჩენილი და ვიზოგავ, სიკვდილის წინ დავლევ…
…როგორ გავიარე ეს მარში, დღემდე მიკვირს. სამჯერ დავეცი და არცერთხელ არ მეგონა თუ რაიმე ძალა მაიძულებდა ავმდგარიყავი და სიარული გამეგრძელებინა. ოფლი თვალებს და სახეს მწვავდა, სუნთქვა მიჭირდა და ტერფები აუტანლად მტკიოდა. ჩანთაც რაღაც ძალიან დამძიმდა, ავტომატის რემენი კი დაწვრილდა, დაწვრილდა, თოკივით გახდა და მხრებში ჩამესო… წყალი…თუნდაც ცხელი და საზიზღარი…
უკანა გზაზე ბუნდოვნად მახსოვს მანქანაში მოჯაყჯაყე სახეები, სუყველა დაღლილი და მტვრიანია, მივალთ ყაზარმაში და დუშიდან არ გამოვალ, თუ გამომათრევს ვინმე, მაშინ საწოლიდან აღარ ავდგები… რა კარგი ყოფილა ჩვენი ყაზარმა თურმე…
26 ივლისი
ვსიო, მორჩა. ჩავაბარეთ ტანსაცმელი, იარაღი გუშინვე მოვიძრეთ, ჩანთები, რაჟოკები, ქამრები… დაგვირიგეს ჟეტონები, სერთიფიკატები და მორჩა… შეგვიძლია წავიდეთ. გუშინ ბოლო გასვლა იყო ტყეში, მთელ ბატალიონს 20-20 ტყვია დაგვირიგეს და აფხაზეთობანა გვათამაშეს. იფ იფ იფ, 500 კაცი რომ ერთდროულად ისროდა, კაი რამე იყო… ახლა კი უკვე ავტობუსში ვჯდები, ბოლოჯერ ვიყურები უკან და წავიდა… გრაჟდანი ვარ."
©
http://bigcrow.wordpress.com/2007/08/09/
This post has been edited by cylonX on 13 Oct 2007, 23:04