ყვავას კიდევ რამოდენიმე შედევრი

"
მე მეტროშიმეტროში ვარ და ვაგზლიდან დელისისკენ მოვდივარ. ბოლო ვაგონში ვზივარ და ბლექზე ვლაპარაკობთ. პოლიტექნიკურიდან მარტო დავრჩი და აღარ ვიცი რა ვქნა. ცოტა ხანი ვუყურე მოპირდაპირედ მჯდომარე ორკების უშნო ზასაობას და გადავწყვიტე რომ ”არ ღირს”
მეტროში ვარ, საღამოს 10 საათია დაახლოებით და არ ვიცი რა ვაკეთო, სასტიკად არ მიყვარს მეტრო. გვირაბია და გვირაბი, არაფერი იქ არ ხდება, ეს მაგონებს იმ მდგომარეობას, როდესაც შვიდი კაცის ზახოდი გაქვს მოწეული და გაყლეპროჭებულ მდგომარეობაში ხარ, მაშინაც ასე უაზროდ მიდიან შენს გვერდზე ცხოვრების მოვლენები, როგორც გვირაბის კედლები. და უცებ…
…გვერდზე ვაგონში გოგოები დავინახე, გრძელი თმები ჰქონდათ და როკისტულად ეცვათ, ახალგამოჩეკილ როკისტებს რომ აცვიათ ისე. ფეხზე წამოვდექი და დავაკვირდი. როგორც თოვლიან მინდორში ჩანს ყვავილი, ისე ჩანდნენ ისინიც ჩამუქებულ-ჩაშავებული მგზავრებს ფონზე. ”გოცირიძე, ბოლო გაჩერება, გთხოვთ…” გადმოვედი. ისინიც გადმოვიდნენ, მაგრამ აშკარად არ აპირებენ წასვლას არსად. არც მე არ ვაპირებ, რა მეჩქარება, გარეთ სველა და ცივა, აქ კი თბილა და ოთხი პუნკია.
-გამარჯობა - გავიღიმე მე.
-მჰმ, გაგიმარჯოს - არც ისე გულიანად მიპასუხა ერთ-ერთმა, რომელიც შემდეგაც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, ფაქტიურად სხვებს ხმა არც ამოუღიათ.
-თქვენ როკისტები ხართ? - ჩავიღიღინე მე.
-ისე რა - იყო სტანდარტული პასუხი (დედა რა ვუთხრა მერე-გულზე შემომეყარა)
-შენ ყვავი არა ხარ? - არ დამცალდა პასუხი.
ჩემს გაოცებულ სახეზე ცხადად ამოიკითხავდით ყველაფერს.
-და ფორუმზეც ჩითავ არა?
რა ფორუმზე, რის ფორუმზე - ამის კითხვა არც მომსვლია აზრად, გავუღიმე მხოლოდ. გამიღიმა მანაც.
-და რა გქვია? - გადავედი მე შეტევაზე. შეტევამ გაიარა:
-ანი.
მისი დაქალები ამ დროის განმავლობაში ჩუმად იდგნენ და აშკარად ოცნებობდნენ რომ ეს მთვრალი გრძელთმიანი არსება მოშორებოდა მათ. მაგრამ ჩემი მოშორება არც ისე ადვილი იყო. მე დავადგინე რომ ანი და მისი ერთი დაქალი მიდიოდნენ ვაჟისკენ, დანარჩენები კი აქვე. რაღა მიჭირდა, ტო ესწ იმათ რაღა უჭირდათ, ვინც ვაჟისკენ მიდიოდა, მოვიდა ცოტა ხანში მატარებელი, რომელ ცოტა ხანშიც მე უკვე მოვასწარი ტვინის გაბურღვა იმით, რომ პუნკი ქლიბობაა და მთვრალი არ ვარ.
ცოტა ხანში მატარებელი მოვიდა, ანი და მისი ერთი დაქალი შიგნით ჩასხდნენ და წავიდნენ. მე ახლაღა გამოვერკვიე, ზემოთ ორი გოგო მიდიოდა. გავყევი. სამარშრუტოების გაჩერებაზე დავეწიე.
-ასე ადვილი არაა ჩემი მოშორება - გავიღიმე მე და იქვე დავამატე - თქვენ აშკარად ოცდასამ ნომერს ელოდებით, ასე რომ მოგიწევთ ჩემთან ერთად დროის გატარება.
ასეთი პირდაპირობა და ”სინაგლე” მათთვის აშკარად უცნობი და გაუგებარი აღმოჩნდა,რადგანაც ისინი ჩუმად იდგნენ და ჩემს ლაქლაქზე მხოლოდ და მხოლოდ თავს აქენვდნენ, ან თანხმობის ან უარყოფის ნიშნად. ძირითადად უარყოფის, რადგანაც მე დავუწყე მათ ათასგვარ სისულელეზე ლაპარაკი, რაზეც ერთ-ერთმა, რომელიც ამ ოთხიდან ყველაზე სტერვა იყო და სახელიც არ უთქვამს, მკითხა რას ფილოსოფოსობო.
სამაგიეროდ მე მოვასწარი მეორე, რომელსაც თავისივე თქმით ეკა ერქვა, დამეპატიჟა კონცერტზე კვირას და საკმაოდ მკვირცხლი, თუმცა არცთუისე დამაჯერებელი უარი მიმეღო მისგან. უარი იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ ჩვენი დამშვიდობება ატარებდა სახეს ”გნახავ კვირას კონცერტზე”. იმედია მოვლენ.
და რა მიმდოდა ახლა მე. არც არაფერი, მოვედი სახლში და გიყვებით ამას, ვისაც გინდათ აქედან ფილოსოფიური დასკვნები გამოიტანეთ, ვისაც გინდათ მეთოდები დახვეწეთ, მე უბრალოდ მინდა და ვწერ. ვოტ ი ვსიო. აპა ხე და აპა ბუჩქი, ახლა მე ჩემი არყის კოლექციას მივადგები. ბბ."
BigCrow © 16 მარტი 2006
===========================================================================
"ექსკურსია არმაზში26 ივნისი 2005
ქრონიკები
by BigCrow © all Rights reserved
ქრონიკა 1. “თბილისი”
…დამაგვიანდა…
დილით უნდა შევკრებილიყავით 8 საათზე. მე როგორც ყოველთვის, ის ღამეც ვერ დავიძინე და სადღაც დილის 6–ისთვის ჩაძინებული 7–ზე დაპანიკებული წამოვხტი ლოგინიდან და დიდუბისკენ გავექანე…მაინც დამაგვიანდა… მე და თეკლა ერთად მივედით და იქ უკვე კააააი ბლომად ხალხი დაგვხვდა…მისალმებები, მპაჩები, მპუჩები და ა.შ. მოკლედ როგორც იქნა მოვიფიქრეთ და ავტობუსში ჩავეყარეთ, ვინც ვერ მოიფიქრა და ის ბაზარში წავიდა. მსმელმე სასტავმა ეგრევე ვიზრუნეთ (რა თქმა უნდა) სასმელზე, მე, ლუქსა, მირაბელა და არაფორუმელი, ორშაფათიდან რომ დავრეგისტრირდებიო რომ თქვა . კონტრაბანდული ტვირთი შევიტანეთ ავტობუსში და მის გასვლამდე ხმა არ ამოგვიღია…
ქრონიკა 2. “გზაში–ავტობუსი”
დავაბინავეთ რა ეს ტვირთი (და სხვაც, ანუ ზაკუსკა) აფტობუსში და დავიძარით, ანუ დავიგულეთ რომ არავინ მას აღარ შეეხებოდა, გახარებულები შევუდექით ნასკებში დამალული პივის მოხმარებას, რომელსაც იქვე მივახმარეთ მისტერ ლავერმანის ლიტრანახევრიანი პივა და ასე თქვათ პად გრადუსომ და შესაბამისად კაააი ხასითზე მივენდეთ შაფიორს…
ქრონიკა 3. “გზაში–ფეხით”
აჰაა! როგორც იქნა ჩავაღწიეთ მცხეთის გადასახვევამდე და გადმოვბარგრით ავტობუსიდან, რომელშიც, მამენტ, მარტო ჩვენ ვისხედით… გადმოვბარგდით და ახლა გამოჩნდა ჩვენი ავლა–დიდება, რომელშიც შედიოდა კონტრაბანდა (მაგას აღარ ჩავთვლი), საჭმელი–გაურკვეველი შემადგენლობის და რაოდენობის, ბურთი და ბამბიგტონი– არ ვიცი საიდან და რატომ, იქვე ნაყიდი პური, რეჯინა (მინი ვლადი) და…ნუ მგონი ეს იყო სულ…რავი, ეგაა რა…
გავუყევით გზას. რადგანაც გზაში არაფერი არ მომხდარა, ამიტომაც ისეთი არაფერია დასაწერი. ავედიიით…ავედით რა, მივედით ასახვევთან. ერთი იყო, რომ ვიღაც–ვიღაც სუბიექტები ფრიად ნეალ მოსეირნობდნენ…
შევედით მუზეუმში, ვნახეთ იქაურობა, ვნახეთ ძვეეელი აბანო, აბანოიდები (ფორუმის) გავახარეთ თავიანთი სამყოფლის განსხეულების ნახვით და წამოვედით ( გამოვედით)…
ქრონიკა 4. “გზაში–აღმართი”
მოოოკლედ, დავიწყეთ ასვლა. მსმელების ბრიგადას, რომლებსაც სრული კონსტიტუციური უფლაბაბი გაგვაჩნდა ჩვენს (!!!!!!) არაყზე, გზაში ბევრჯერ გაგვიჩნდა (ბუნებრივი) სურვილი, გავჩერებულიყავით და მოგველხინა, მაგრამ ვინ გაცადა… მოკლედ ავედით იქვე ეკლესიასთან და დავბანაკდით. იქვე სპონტანურად მოხდა ჩვენი გაყოფა ორ ჯგუფად–”მფორთველები” (მკიდია თქვენი სუფრა) და “სუფრელები” (მკიდია თქვენი ფორთხვა). მე (და მსმელების ბრიგადა, ჯერჯერობით 4 კაცი) რათქმაუნდა აღმოვჩნდით “სუფრელებში” და გზის დალოცვით გავისტუმრეთ “მფორთხველევი საფორთხად.
ქრონიკა 5. “სუფრელები” vs “მფორთხავები” –ნაწილი 1.(სუფრელის ჩანაწერებიდან)
წავიდნენ “მფორთხავები” და ბურთი და მოედანი დაგვრჩა “სუფრელებს”, თუმცა არც ერთზე გვიფიქრია და არც მეორეზე–ცოტა ხანში წვიმა დაიწყო და სუფრელების მთელი სასტავი ერთობლივად შევეყარეთ ეკლესიის სამრეკლოს ქვეშ, გარდა პრანკსტერებისა, რომლების სადღაც გაქრნენ და როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ორიოდ მეტრით ზემოთ იყვნენ ჩვენგან, თუმცა ჩვენ მათი დაკარგვა დიდად არც გვიდარდია–გვშიოდა! სასწრაფოდ ამოვქექეთ ჩანთები და აღმოვაჩინეთ საკმაოდ ძვირფასი რესურსები–ლობიანები (ტონა ს ჩემტა), ლუდი (ლიტრანახევარი მხოლოდ) და პეპსი კოლები (ტოჟე ტონანახევარი), რომალთა წარმატებით ათვისების შემდეგ (და მხოლოდ მაშინ) გაგვახსენდა გიტარის და პრანკსტერების არსებობა , ნუ მაგეებს კი მივაგენით და გიტარაც ავითვისეთ ამასობაში აღმოვაჩინეთ რომ ცხოვრება მშვენიერია (მშიერი კაციო ხომ იცით… ) და ასევე–აღარ წვიმდა! გამოვედით გარეთ და მივესიეთ ცეცხლს (ტო ესწ მიესიენ, მე და რამდენიმე კიდო, გვარს…ტფუი, ნიკს არ დავასახელებ, გიტარას ვითვისებდით ამასობაში…
მოკლედ არ ვიცი როგორ (სუხოი სპირტი და ჩახუტება) სველი კოცონიც აინთო…
ქრონიკა 6. “სუფრელები” vs “მფორთხავები” –ნაწილი 2. (სუფრელის ჩანაწერებიდან)
კოცონი აინთო, წვიმამაც გადაიღო, რაღა გვინდოდა მეტი, ნელ–ნელა გავუთამამდით და შემოვუსხედით. ნუ აღარ ვიხოცებოდით, მაგრამ მაინც გვშიოდა. და აი, გამოჩნდა ისინიც–ბრიქოზები! შესაწვავი თანაც! ვეცით, წამოვაცვით და მიდიი…იქ ამბები დავატრიალეთ!
….ბრიქოზებზე გამახსენდა ძლოყვნის გაკვეთილები იყო ატეხილი ავტობუსში, ნაყინებზე … ნუ ეს ისე …
…მოვულხინეთ იმ სოსისებს, ბოდიში–ბრიქოზებს და დავეყარეთ ძაააააალიან მაძღრები და კმაყოფილები, თან ვნატრობდით–ნეტაი ჯერ არ დაბრუნდნენ და არ ჩაგვიშალონ ეს მდუმარე იდილიაო, რომელსაც თაზოს გიტრიკვრა კიდევ უფრო ამშვენიერებდა
ქრონიკები 7. “მფორთხავები”
მას აშე, ყველაფერი კაი ცოტ–ცოტაო და მფორთხავებიც დაბრუნდნენ. ის იყო პირველი მფორთხავი დავინახეთ და ჩვენ ეგრევე ვეცით სასიცოცხლო რესურსს–არაყს და მისი გადარჩენა დავიწყეთ…და ჰოი, ვერაგნო! თბილისში რომ გვეგონა თავი ტრეზვინიკების საზოგადოების შეკრებაზე, უცებ ჩვენს ოთხ კაცზე გათვლილ 1.5 ლიტრ არაყს 10 (ათი) მომხმარებელი გამოუჩნდა და აქედან გამომდინარე არაფერიც არ შეგვხვდა! დიიიიიიიიიიდი მინუსი ორგანიზატორებს–ალკოჰოლი რომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ეს მე და მირაბელამაც დავამტკიცეთ “რა, სად, როდისში” მაშააა!
ხოოოდა ასეე… არაფერი არ მოუყოლიათ ცვენს ფორთხავებს სად და რა ქნეს–ეგრევე საჭმელს ეცნენ! ჰმმ!
ქრონიკა 8. “ღრიანცელი”
…დავლიეთ…უფრო სწორად ყურში ჩავისხით და ნაკაწრებზე გადავისვით, მეტზე მაინც არ გვეყო და დაიწყო ღრეობა! ახალმოსული მაგრამ უკვე მაძღარი მფორთხავები შეესიენ ბურთებს, ბამბიგტონებს, გიტარებს (ნუ ყველაფერს თითო–თითოდ მარა მაინც) და ატეხეს ღრიანცელობა. იქვე დავიწყეთ “რა, სად, როდის”–ის თამაში, რომელშიც ჩვენმა ალკოჰოლმიღებულმა დუეტმა აჩვენა მსოფლიოს დასროჩნი პასუხებით, რომ ალკოჰოლი დადებითად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე … გავანადგურეთ… მერე კოცნის პირას დავსხედით და აქედან დავიწყეთ ჭვრეტა და ტკბობა იმისი, თუ როგორ დასდევდა 15 კაცი ერთ მფრინავ თეფშს და როგორ თამაშობდნენ მაფიოზობანად ცნობილ რაღაც სტრანნ თამაშს
…ამასობაში ვიღაც–ვიღაცეები გაგვეპარნენ! არ ვიცი, მგონი პრანკსტერმა თქვა–გვეჩქარებოდაო, მაგრამ ფაქტია რომ–ფაფუუ…
ჩვენ კიდევ ასე 8 (რვა) საათამდე ვიყავით და ნელ–ნელა წამოვედით…
ქრონიკა 9. “დაბრუნება”
…წამოვედით… აბა იქ ხომ არ დავრჩებოდით…მამენტ, როგორც მე ხალხის განწყობიდან შევატყვე, დავრჩებოდით კიდეც რესურსები რომ გვქონოდა საკმარისი მაგრამ ეჰ…
მოკლედ დავეშვით დაღმართში, თან ჩვენ თითნ გვიკვირდა–ასე სწრაფად როგორ მოვდივართო. მე მაგალითად ისე გამიკვირდა, რომ წყალში ჩავვარდი ორივე ფეხით და მერე ჭყლაპ–ჭყლაპ–ის ხმა არ მომშორებია მთელი გზა
…ჩამოვედით გადასახვევთან, ერთ მატარებელს აქაც გადავურჩით (გადაურჩნენ), ავტობუსი ათი საათისთვის დავიბარეთ და გავუყევით მცხეთისკენ. გზაში ვიშაგავეთ (იშაგავეს), ჰიმნი ვიმღერეთ (იმღერეს, მე ხელს ვუშლიდი ) და მოკლედ მცხეთის ხიდამდე მშვიდობიანად ჩამოვედით… აქ კი…ოოოო!!!!
ქრონიკა 10. “მცხეთაში”
…მცხეთის გადასახვევთან იყო რაც იყო! ჩვენ კვლავ ორად გავიყავით–”ნათელები” ( ) და “ბნელები”
“ნათელები”– …კაი რა, რა მცხეთა, წამო ახლა სადმე ზავიძენიაში მივსხდეთ და ცოტ–ცოტა ჩავურტყათ…
“ბნელები”–… ააახლა აქედან ყველანი მივდივართ დედათა მონასტერში…
მოკლედ ადვილი გამოსაცნობია მე რომელ ბანაკში ვიქნებოდი…მაგრამ სამწუხაროდ უმცირესობაში აღმოვჩნდი და ჯურებჩამოყრილი გავყევით დანარჩენებს. მაააგრამ! გზაში დავეწიეთ ინტელიგენტს (რომელიც თავის მხრივ დანარჩენებს ჩამორჩა) და ლუდების ყიდვაზე დავითანხმეთ…ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა სრული ბედნიერებისთვის, ამიტომაც სასტიკი უარი განვაცხადეთ დედათა მონასტერში წასვლაზე და თან ისიც ვუწინასწარმეტყველეთ–დაკეტილი იქნებაო, მაგრამ ჰა, ვინ დაგვიჯერა… წავიდნენ, ჩვენ კი აქ სასწაულის მოლოდინში დაგვტოვეს–ოთხი ფორუმელი და ორიც მომავალი (ფორუმელი)
ის იყო ლუდები გაგვითვდა, რომ სასწაულიც მოხდა–გამოჩნდა ავტობუსი, საეჭვოდ განათებული და საეჭვოდ ნაცნობი ხალხით გატენილი. ჩვენ ეგრევე წინ დავუწექით გზაზე და გავაჩერეთ. ავედით–ჩვენები დავეყარეთ სადაც რამე თვისუფალი ადგილი ვნახეთ და წამოვედით…
ქრონიკა 11. “ბოლო შტრიხები”
…ვსხედვართ ავტობუსში, საააკმაოდ დაქანცელები და ხმას არ ვიღებთ, თითქის… მხოლოდ ვიცინით…
…ავტობუსმაც თავი გაიგიჟა და გარეკაა! ამიტომაც ცოტა ხანში, ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩამოვედით თბილისში–დიდუბეში. იქ მე და ლუქსა დანარჩენებს დავშორდით და გურიჩის დასალოდებლად წავედით, ისინი კი მგონი ნელ–ნელა დაიშალნენ…
დასრულდა ესე ამბავი
ვითა სიზმარი ღამისა… "
თბილისი, 2005 წლის 26–27 ივნისი. © BigCrow -ქრონიკების მომწოდებელი. ყველა საავტორო უფლება დაცულია. ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენება, ციტირება, გადაკეთება ავტორის ნებართვის გარეშე დასჯადი ქმედებაა.
=====================================================
"რატომ ვუყურებთ ნაგავ ფეხბურთს ტელევიზორში დღეს 8 სექტემბერია, თითქოს არაფრით გამორჩეული დღე, ჯდები ტელევიზორთან, იღებ პულტს და ოხ - ფეხბურთია, საქართველო-უკრაინა. სადღაც ყურმოკვრით გაგონილი გახსენდება, რომ ჩვენი ნაკრები უკვე სხვაა, პროგრესი განიცადა და ახალი სტილის ფეხბურთს აჩვენებს. აქვე წინასამატჩო სიუჟეტიდან ნაწყვეტიც ამოტივტივდება თავში, სადაც განახლებული და რესტავრირებული სტადიონის ქება ყურს ჭრის, ამიტომაც გადაწყვეტ, ჯანდაბას, იქნებ მეყურებინა ამ თამაშისთვის? მაცივრიდან ლუდს იღებ, მოხერხებულად ჯდები სავარძელში და მსაჯის მონეტის ტრიალს იმედით უყურებ. თამაში იწყება…
გადის ათი წუთი, გადის ოცი, მეშვიდე წუთიდან ვაგებთ, ეგ არაფერი - ფიქრობ შენ, აი ახლა… არა მაშინ აი ახლა… და შენ ხვდები რომ მოგატყუეს, მწარედ მოგატყუეს და ამის შეგნებისას სამართლიანად ბრაზდები. შენ თავს გრძნობ მოტყუებულად ყველაფრის გამო, განახლებული და პროგრესგანცდილი გუნდის ნაცვლად თეთრ ფორმაში ჩაცმული ზანტად მორბენალი თერთმეტი კაცის ყურება გაბრაზებს, გაბრაზებს სტადიონზე მყოფი ხალხის კანტიკუნტი შეძახილები, გაბრაზებს კომენტატორის გაწელილი და დუდღუნა ხმა, სადაც ის საკუთარი უპირატესობის გრძნობით აღვსილი გვახსენებს ოცდაათი წლის წინ როგორ გაიტანა ვინმე გურმუსიუნ ფეხენბიჩმა დინამოს კარში გოლი, როგორი არასამართლიანი იყო იმ თამაშში კონგოელი მსაჯი და როგორ ცეკვავდა არგენტინის ნაკრები ჰაკას თურმე (ეს რომელ ტელევიზორში ნახა, ნამდვილად არ ვიცი)… აქვე თვალწინ გადაგირბენს კადრები არაქართული ტელევიზიის ნაჩვენები არაქართველი ფეხბურთელების ნებისმიერი თამაშიდან, ლუდის ცარიელ ქილას გაბრაზებული ჭმუჭნი, ტელევიზორს თიშავ, პულტს მაქსიმალურად შორს ისვრი, რომ თამაშის დამთავრებამდე არავინ ჩართოს და მიდიხარ მეგობრებთან ერთად სადმე ”გულის გადასაყოლებლად”.
ისმის კითხვა - კი მაგრამ რატომ? რა დავაშავეთ ჩვენ, უბრალო ქართველმა მოკვდავებმა და რა ტიპის ტელევიზორი უნდა გვქონდეს, რომ ფეხბურთის დროს ნაგავი არ აჩვენოს? ან რა არის ამისთვის საჭირო? ჩამოვყვეთ ”პა პუნქტამ”:
პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, საჭიროა ფეხბურთელებმა ითამაშონ ისე, როგორც უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი და არა როგორც თეთრ ფორმაში ჩაცმული ვინმე გამვლელი. მაგრამ რა ფეხბურთზეა საერთოდ ლაპარაკი, როდესაც გაგორებულ ბურთს მიწიდან აუხტომლად ვერ იჩერებს ვერცერთი, როდესაც ტაქტიკური მონახაზი არ გაუგია არავის და ყველა იქეთ დარბის, საითაც ბურთი გაგორდება. მოკლედ, ფეხბურთელები რომ კარგები გვყავს, ამაზე დიდხანს არ გავჩერდები.
მაგრამ ფეხბურთელებმა 10 გოლიც რომ გაიტანონ, ამ ყველაფერს უნდა ჩვენება, კამერა რომ მიიტანო სტადიონზე და უბრალოდ დააგდო, ის უკეთესად გადმოსცემს სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს, ვიდრე ჩვენი ოპერატორების მიერ ”გაშუქებულ” მატჩში ჩანს. თუმცა გაშუქებული ტყუილად ჩავსვი ბრჭყალებში, გაშუქება არ აკლია კადრებს, ზოგი კამერის კადრი ისეთი ნათელია, ბალახი ღია მოლურჯო ჩანს, ზოგში კი იგივე ბალახს შხამიანი ჭაობისფერი ადევს. ნუთუ ასეთი ძნელია რეპორტაჟის დაწყებამდე ათიოდე წუთით ადრე ჩამოუარონ ყველა კამერას და დიაფრაგმა გაუსწორონ, თუ არ იციან ვინმეს მაინც კითხონ… ლურჯ ბალახს კიდევ აიტანდა კაცი, ყველაფერს რომ თავის დროზე აჩვენებდნენ. ვუტევთ, დავარტყით, ავაცილეთ, მიდის მომენტის განმეორება და უცებ ბაც - თურმე ამასობაში გოლი გაგვიშვია. და ბოლოც - ძნელია ნეტა ორი მორბენალი კაცის დაქირავება, რომლებიც ფლანგებზე კამერებით ირბენდნენ და შექმნიდნენ დინამიური კამერის ეფექტს? არამგონია…
კომენტატორები რომ თამაშიდან აბსოლუტურად განყენებულ თემებზე ლაპარაკობენ, დაახლოებით ისეთზე, სპორტულ თოქ შოუში რომ უნდა ილაპარაკონ და არა თამაშის კომენტირებისას, ეს გავარკვიეთ უკვე, ასე რომ პირდაპირ გულშემატკივრებზე გადავიდეთ. რა ჰიმნები არ ჩაიწერა, რა ფანკლუბები არ შეიქმნა, უმაყურებლო სტადიონზეც მოუწია გუნდს თამაში, არაა საშველი. არც მფრინავი ბოთლები გამქრალა და არც ის სული გაჩენილა სტადიონზე, რაც უნდა შექმნას გულშემატკივარმა, წაგებული გუნდის იქნება ეს თუ მოგებულის. მომიწია მე დინამო(თბილისი) - რაპიდი(ვენა) თამაშზე ყოფნა, დინამოს ფანკლუბის წევრებთან ერთად, ოფიციალურად ერთი სექტორი გვეკავა ჩვენ და მეოთხედი სექტორი (სულ ხუთიოდე რიგი) რაპიდის გულშემატკივრებს. დოლებიც გვქონდა, დუდუკებიც და დახეული ქაღალდებიც, ჰაერში ასაყრელად, მაგრამ რად გინდა, მედოლეც ხომ უნდა დოლს? იმ დღეს მთელი გულით მინდოდა, რაპიდის ფანკლუბში ვყოფილიყავი, მათთან ერთად მემღერა, მეხტუნავა ადგილზე, მესროლა ჰაერში მაისური და რაც მთავარია ეს ყველაფერი გვეკეთებინა ყველას ერთად და მეყურებინა დინამოს ფანკლუბელების უნიათო მცდელობისთვის გულშემატკივრობის იმიტაცია შეექმნა. არცერთი სიმღერა, არცერთი შეძახილი და არცერთი მოქმედება არ ყოფილა ჩვენსკენ ისეთი, რომელშიც ერთდროულად 50 კაცზე მეტი იღებდა მონაწილეობას და ეს მცირე მცდელობებიც ნახევარ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა. სად არის ”ქართული მებრძოლი სული”, სად არის ნაქები გულშემატკივრობა? ნუთუ მზესუმზირის ნაფუნჩხებით სტადიონის გავსება, მსაჯის გინება, ბოთლის სროლა და ექსტრემალურ ვითარებებში ”საქართველოს” ზანტად და უხალისოდ სკანდირებაა გულშემატკივრობა? არ გვეკადრება ხომ, გრეხია სტადიონზე ყვირილი და სიმღერა? ან თამაშის დამთავრებისთანავე სტადიონის დაცლა რა არის, მოგსდევს ვინმე?
მოკლედ, ასეა თუ ისეა, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ფეხბურთის დროს ტელევიზორის გამორთვა და სადმე ”გულის გადაყოლება”… ჩვენდა სამწუხაროდ…"
© By BigCrow
და ეს ისე რა ცნობისათვის ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა ამას 

პ.ს
ყვავას სტადიონზე გადაღებული სურატები დადეთ რა ვისაც გქვთ
This post has been edited by cylonX on 14 Oct 2007, 20:53
მიმაგრებული სურათი