დაბადების დღე აქვს ვაკეს,
არ გეგონოთ ლექსი "რიჟა",
მოაწყო მან "ვეიქ-ფართი"
და უბნები დაპატიჟა.
დაღონებული დაბრუნდა გლდანი,
ატყვია თითქოს გულზე იარა,
რადგან არ ჰქონდა მაგარი "ზმანი"
"Fეის-კონტროლი"ვერ გაიარა.
თუმც დაპატიჟა ვაკემ პირადად,
ვერ მიდის სტუმრად მაინც ლოტკინი,
სენმა დასძლია,ავადმყოფია,
ლოგინში წევს და სტანჯავს ბოტკინი.
ჩამოფრენილა სტუმრად ბროდვეიც,
სპეციალურად "ამა დღისათვის",
თემქამ ვერასთან ზარი გაუშვა,
ფული ესესხა საჩუქრისათვის.
სანზონა ღელავს,ტირილს აპირებს,
რადგან გაეხა ჯინსი შუაზე,
ისანს ჰალსტუხი "უთრევია" და
იცინის,აღარ არის ჭკუაზე.
"გამოვძღებიო"-ხარობს გლდანულაც
ცმუკავს,დახტუნავს,თითქოს რწყილია,
სიგარას "ქაჩავს" ნახალოვკა და
რაღათქმაუნდა დაბოლილია.
ზემკა მთვრალია,ნატვრით იძახის:
"ასეთი ლხინი,ღმერთმა სულ მომცეს!"
შემოუერთდათ მათ ავლაბარი,
ხმამაღლა ყვირის:"ჯიგრებო,ვონცეს!"
"იმ საწყალსაც დაუძახეთ,
დღეს რატომღაც ვარ კეთილი"
ბრძანებს ვაკე,ნამცეცობას
უერთდება ვარკეთილი.
დიდუბე ცეკვავს ორთაჭალასთან,
ავჭალა მიქსავს,ბობოქრობს რეპი,
ჯიპით მოვიდა საბურთალო და
ვაკეს მიუძღვნა ბაჯაღლოს ცეპი.
განსხვავებულით სვამდა სამგორი,
გახდა წითელი,როგორც მარწყვია,
მთვრალმა თავი ვერ შეიკავა და
იქვე სუფრასთან ურცხვად არწყია.
იუბილარი გაწყრა სასტიკად,
საბრალო სამგორს უწყო გინება,
ეს ფაქტი იყო დიადი ფართის,
უსაზიზღრესი დაგვირგვინება..."
.......
შინ დაბრუნებულ მუხიანს
წამსვე ეცვალა იერი,
წუხს:"შემდგომ "ვეიქ-ფართამდე"
კუჭი ვით გაძლებს მშიერი?!..."
რა იდიოტიზმიააა