გამოგადგებათ

საქართველოს საარჩევნო კოდექსი
ზოგადი ნაწილი
კარი I
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის მიზანი (23.12.2005 N 2441)
ეს კანონი ადგენს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებსა და გარანტიებს, საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნის წესსა და უფლებამოსილებას, ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავის განხილვის წესს.
მუხლი 2. არჩევნების სამართლებრივი საფუძვლები (23.12.2005 N 2441)
საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები და ნორმები, ეს კანონი, სხვა საკანონმდებლო აქტები და საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) (14.08. 2003წ. N 2965-რს) არჩევნები – ამ კანონის მიზნებისთვის არჩევნები არის საარჩევნო პროცესი, რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოების და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა საყოველთაო არჩევნებით;
ბ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები პარტიული სიების საფუძველზე;
გ) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების არჩევნები ერთმანდატიანი ან მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით; (23.12.2005 N 2441)
დ) საარჩევნო უფლება – აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება;
ე) (14.08. 2003წ. N 2965-რს) აქტიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებსა და რეფერენდუმში;
ვ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) პასიური საარჩევნო უფლება – მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად;
ზ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ პარტიების, საარჩევნო ბლოკების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფებისა და კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით;
თ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) საარჩევნო სუბიექტი – საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის კანდიდატი, შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული პარტია, საარჩევნო ბლოკი და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი;
ი) საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;
კ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრირებულია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ;
ლ) საარჩევნო ბლოკი – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული 2 ან მეტი პარტიის გაერთიანება;
მ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატისა და საარჩევნო სუბიექტის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა;
ნ) წინასაარჩევნო აგიტაცია – საქართველოს მოქალაქეებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ ამომრჩეველთა მოწოდება საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ;
ო) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის ან ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე;
პ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე;
ჟ) მაჟორიტარი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში აგრეთვე ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; (23.12.2005 N 2441)
ჟ1) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად; (23.06.2006 N3400)
ჟ2) მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება საქართველოს დედაქალაქის – თბილისის თვითმმართველობის ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული წესით ასარჩევად; (23.06.2006 N3400)
რ) ამოღებულია (23.12.2005 N 2441)
ს) ამოღებულია (23.12.2005 N 2441)
ტ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) საერთო არჩევნები – მორიგი ან რიგგარეშე საყოველთაო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის ასარჩევად, და რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს შესაბამისად ამ წარმომადგენლობითი ორგანოს ან თანამდებობის პირის ამ კანონით დადგენილ ყველა ამომრჩეველს;
უ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) მორიგი არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც იმართება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში;
ფ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) რიგგარეშე არჩევნები – საერთო არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო;
ფ1) საარჩევნო ოლქი – საოლქო საარჩევნო კომისიის/კომისიების სამოქმედო ტერიტორია/ტერიტორიები, რომელიც/რომლებიც განისაზღვრება ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის გათვალისწინებით; (23.06.2006 N3400)
ქ) ამოღებულია (23.12.2005 N 2414)
ღ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომლებიც მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება:
ღ.ა) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა და კანონი აღარ ითვალისწინებს განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლებლობას;
ღ.ბ) მთელ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაში, თუ ისინი არჩატარებულად გამოცხადდა, ან შედგა, მაგრამ ასარჩევი პირი ვერ აირჩა და კანონი აღარ ითვალისწინებს არჩევნების მეორე ტურის გამართვის შესაძლებლობას;
ღ.გ) თუ არჩეულმა პირმა ამ კანონით დადგენილ ვადაში ცესკოს არ წარუდგინა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა და არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი ცესკოს შესაბამისი გადაწყვეტილებით;
ღ.დ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით; (12.10.2004. N488)
ყ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), რომელშიც (რომლებშიც) ბათილად იქნა ცნობილი კენჭისყრის შედეგი, ან მთელ მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში პარტიული სიების მიხედვით, როდესაც მანდატი არც ერთ პარტიას/საარჩევნო ბლოკს არ მიეკუთვნა;
შ) (14.08. 2003წ. N 2965-რს) არჩევნების მეორე ტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა;
შ1) (14.08. 2003წ. N 2965-რს) არჩევნების დასასრული – შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული არჩევნების საბოლოო შედეგების (არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის ჩათვლით) შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების თარიღი;
შ2) არჩევნების დღე – საერთო ან ხელახალი არჩევნების ჩატარების დღე; (23.12.2005 N 2414)
შ3) (14.08. 2003წ. N 2965-რს) კენჭისყრის დღე – არჩევნების ჩატარების, განმეორებითი კენჭისყრის ან არჩევნების მეორე ტურის გამართვის დღე;
ჩ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიებში შემოსული და საარჩევნო კომისიებიდან გასული განცხადებები, საჩივრები, წერილები, საქმიანი ქაღალდები, ოქმები, საარჩევნო ბიულეტენები, სპეციალური კონვერტები, საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტები, საკონტროლო ფურცლები, სარეგისტრაციო ჟურნალები, ამომრჩეველთა სიები, ამომრჩევლის ბარათები და სხვა დოკუმენტაცია; (12.10.2004. N488)
ჩ1) (14.08. 2003წ. N 2965-რს) საბუთების შეფუთვა – საბუთების იმგვარად შეკვრა ან ყუთში ჩაწყობა, რომ შეკვრის/ყუთის დალუქვის შემდეგ ლუქის დაუზიანებლად შეუძლებელი იყოს შეკვრიდან/ყუთიდან რაიმეს ამოღება ან მასში რაიმეს ჩადება;
ჩ2) (14.08. 2003წ. N 2965-რს) ლუქი – საარჩევნო მოწყობილობის, საბუთების შესაფუთი ყუთის, საბუთების შეკვრის, სარეგისტრაციო ჟურნალის, კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის გახსნის ადგილებზე დაწებებული ქაღალდის ზოლი, რომელზედაც იწერება დალუქვის თარიღი და დრო და ხელს აწერენ ამ კანონით განსაზღვრული პირები;
ც) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; საქართველოს დედაქალაქის – თბილისის, მუნიციპალიტეტის და თვითმმართველი ქალაქის საკრებულო; (23.12.2005 N 2441)
ძ) პარლამენტის მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – საქართველოს პარლამენტის არჩევნებისათვის შექმნილი მრავალმანდატიანი ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, რომელიც მოიცავს რამდენიმე საარჩევნო ოლქს; (23.06.2006 N3400)
წ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – ამ კანონის მიზნებისათვის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, აგრეთვე მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი და აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი. (23.06.2006 N3400)
მუხლი 31. ამ კანონით დადგენილი ვადების ათვლა(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამ კანონით დადგენილი ყველა ვადა, მათ შორის, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე სასამართლოსთვის მიმართვისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადები, გულისხმობს კალენდარულ დღეებს (საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეების ჩათვლით).
2. გამოთქმაში „არჩევნებიდან N დღის ვადაში“ ტერმინი „არჩევნებიდან“ გულისხმობს დღეთა ათვლას არჩევნების დასასრულიდან.
3. გამოთქმები „მოცემული დღიდან N დღეში“, „მოცემული დღიდან N დღის ვადაში“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემული დღიდან არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას მითითებული დღის მომდევნო დღიდან.
4. გამოთქმები „მოცემულ დღემდე N დღით ადრე“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს N დღისა“, „მოცემულ დღემდე არა უადრეს/არა უგვიანეს მე-N დღისა“ გულისხმობს დღეთა ათვლას უკან, მითითებული დღის წინა დღიდან.
მუხლი 4. არჩევნების ძირითადი პრინციპები
საქართველოში არჩევნები ტარდება საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით.
მუხლი 5. საყოველთაო საარჩევნო უფლება(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამ კანონით გათვალისწინებული არჩევნები საყოველთაოა:
ა) აქტიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (მუხლები: 10, 56, 110) შეზღუდული აქვთ აქტიური საარჩევნო უფლება;
ბ) პასიური საარჩევნო უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ პირობებს, გარდა იმ პირებისა, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციით ან/და მის შესაბამისად ამ კანონით (73-ე, 76-ე, 78-ე, მე-80, 92-ე, 94-ე, 98-ე, 109-ე მუხლებით), ან „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით შეზღუდული აქვთ პასიური საარჩევნო უფლება. (3.07.2007 N5186)
2. არჩევნებსა და რეფერენდუმში მონაწილეობის უფლება არა აქვს მოქალაქეს, რომელიც სასამართლომ ქმედუუნაროდ ცნო ან სასამართლოს განაჩენით სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში იმყოფება.
მუხლი 6. თანასწორი საარჩევნო უფლება
1. არჩევნებში ამომრჩევლები თანასწორ საფუძველზე მონაწილეობენ.
2. ერთი და იმავე საარჩევნო ოლქის ყოველ ამომრჩეველს ხმათა თანაბარი რაოდენობა აქვს.
მუხლი 7. პირდაპირი საარჩევნო უფლება
1. საქართველოში არჩევნები პირდაპირია.
2. საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებს ამომრჩევლები ირჩევენ უშუალოდ. (23.12.2005 N 2441)
მუხლი 8. კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების
თავისუფალი გამოვლენა
1. საქართველოში არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით.
2. აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
მუხლი 81. არჩევნების საჯაროობა(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საარჩევნო პროცესი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა, არჩევნების მონაწილეთა დაფინანსების წყაროები და ოდენობა, არჩევნებისთვის გაწეული ხარჯი ღია და საჯაროა.
2. არჩევნების ღიად და საჯაროდ ჩატარება უზრუნველყოფილია საარჩევნო კანონმდებლობით.
მუხლი 82. საარჩევნო უფლების უზრუნველყოფის გარანტიები(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. აკრძალულია ისეთი ნორმატიული აქტის მიღება/გამოცემა, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლინებას ან არღვევს არჩევნების მონაწილეთა თანასწორობას. ასეთი ნორმატიული აქტი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში.
2. საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ვადებში და წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საკონსტიტუციო ან საერთო სასამართლოში.
3. საარჩევნო კანონმდებლობის დამრღვევ პირს ეკისრება ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
მუხლი 83. არჩევნების დღის უქმე დღედ გამოცხადება (23.06.2006 N3400)
მორიგი არჩევნები, გარდა საპრეზიდენტო არჩევნებისა, შეიძლება ჩატარდეს კვირის ნებისმიერ დღეს. არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება.
თავი II
ამომრჩეველთა რეგისტრაცია
მუხლი 9. ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამომრჩეველთა ერთიანი სია არის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ, აქტიური საარჩევნო უფლების მქონე პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით.
2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შემდეგი მონაცემები:
ა) გვარი, სახელი, (12.10.2004. N488)
ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
გ) რეგისტრაციის ადგილი (მუდმივი საცხოვრებლის მისამართი);
დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; (23.06.2006 N3400)
ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (იძულებით გადაადგილებული პირისთვის აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი; სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება: „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“); (23.06.2006 N3400)
ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი. (23.06.2006 N3400)
3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის მონაცემები შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. იძულებით გადაადგილებული პირები ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. (22.04.2005 N 1427)
4. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პასუხისმგებელია ამომრჩეველთა ერთიანი სიის კომპიუტერულ დამუშავებასა და მისი საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ნაწილის (გვარი, სახელი, მამის სახელი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის ადგილი, იძულებით გადაადგილებული პირისათვის – აგრეთვე ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი) ინტერნეტში განთავსებაზე.
5. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება: (23.06.2006 N3400)
ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში არსებული, შესაბამის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ პირთა, მათ შორის, იმ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე, რომლებსაც არჩევნების დღისათვის უსრულდებათ 18 წელი, აგრეთვე გარდაცვლილთა, წინასწარ პატიმრობაში და პატიმრობაში მყოფ პირთა შესახებ მონაცემების საფუძველზე;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ან/და მმართველობის ორგანოთა მონაცემების საფუძველზე;
გ) საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ან/და მისი ტერიტორიული ორგანოების მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე;
დ) საქართველოს თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროების, საგარეო დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების მიერ საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების იმ ვადიან და საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ცხოვრებას მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ მისამართზე, რომელიც სხვა დასახლებულ პუნქტს და იმავდროულად სხვა საარჩევნო ოლქს მიეკუთვნება;
ე) საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა ხელმძღვანელების მიერ იმ ამომრჩეველთა შესახებ გადაცემული მონაცემების საფუძველზე, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან (გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისა);
ვ) საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული ამომრჩეველთა რეგისტრაციის, აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების საფუძველზე.
6. ამომრჩეველთა ერთიანი სიის განახლების მიზნით ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული დაწესებულებები ყოველი წლის 1 თებერვალსა და 1 აგვისტოს საარჩევნო უფლების მქონე პირთა შესახებ განახლებულ ან ახალ მონაცემებს გადასცემენ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, რომელიც ამ მონაცემების საფუძველზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მონაცემთა ელექტრონული ბაზის განახლებას. (23.06.2006 N3400)
7. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 68-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციასა და ამომრჩეველს უფლება აქვთ გაეცნონ საქართველოს ცენტრალურ, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებული ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილ ვერსიას (ამომრჩეველს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ მის და მის ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 23-ე დღისა, მოითხოვონ ამომრჩეველთა მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
8. საარჩევნო ადმინისტრაცია ამოწმებს ამომრჩეველთა სიებს. შემოწმების შედეგებს განიხილავს და სათანადო გადაწყვეტილებას იღებს საოლქო საარჩევნო კომისია განცხადების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-20 დღისა. ამ კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს და განკარგულების გამოცემის მომდევნო დღიდან, მოთხოვნისთანავე, უნდა გადაეცეს განმცხადებელს. (23.06.2006 N3400)
9. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანის შესახებ 2 დღის ვადაში გადაეცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას.
10. საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულება ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში ცვლილების შეტანაზე უარის თქმის შესახებ მისი გამოცემიდან 2 დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ/საქალაქო სასამართლოში. სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება 2 დღის ვადაში, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-13 დღისა, უნდა გადაეცეს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომელმაც სათანადო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიას. საარჩევნო კომისიებმა სათანადო ცვლილება დაუყოვნებლივ უნდა შეიტანონ ამომრჩეველთა მონაცემებში/სიებში. (23.06.2006 N3400)
11. საუბნო საარჩევნო კომისიას არა უგვიანეს მისი პირველი შეკრების დღისა გადაეცემა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის მდივნის მიერ ხელმოწერილი ამომრჩეველთა ერთიანი სიების, ბოლო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-10 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიის 2 ეგზემპლარი (საარჩევნო კომისიისთვის და საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსიები). ამომრჩეველთა სიის საჯარო ინფორმაციისთვის განკუთვნილი ვერსია დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
111. იმ ამომრჩევლის რეგისტრაციის საკითხს, რომელმაც კანონით დადგენილ ვადაში ვერ გაიარა რეგისტრაცია, განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტების (პასპორტში ჩანაწერი საზღვრის გადაკვეთის შესახებ, ცნობა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულებიდან, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განთავისუფლების ცნობა) წარდგენის შემთხვევაში წყვეტს საოლქო საარჩევნო კომისია განკარგულებით. ამომრჩევლის განცხადებას საოლქო საარჩევნო კომისია განიხილავს მისი მიღებიდან 2 დღის ვადაში, ხოლო თუ კენჭისყრის დღემდე დარჩენილია 2 დღეზე ნაკლები – დაუყოვნებლივ. უარყოფითი გადაწყვეტილების შესახებ ამომრჩეველს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ. იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობის მიღების მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას მიმართავს კენჭისყრის დღეს, მას რეგისტრაციაში ატარებს შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და ამომრჩეველთა სიებს დაურთავს დოკუმენტების ფოტოასლებს. (23.06.2006 N3400)
112. აკრძალულია ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში, გარდა ამ მუხლის 111 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, ხოლო არჩევნების დღემდე მე-19-დან მე-12 დღემდე ცვლილება შეიტანება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. (23.06.2006 N3400)
12. ამოღებულია (საკონსტიტუციო სასამართლოს 24.12. 2005 N 1/1/257,268 გადაწყვეტილებით)
13. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი საარჩევნო კომისიები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფენ ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.
მუხლი 91. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის განსაზღვრა და გამოქვეყნება
(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა), აგრეთვე რეფერენდუმისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებისას არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისთვის – ამ არჩევნების წლის 1 მარტისთვის არსებული ბოლო ინფორმაციის შესაბამისი მდგომარეობით.
2. საქართველოს პარლამენტის, საქართველოს პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს საერთო არჩევნების (გარდა საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნებისა) ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის თარიღის გამოცხადებიდან არა უგვიანეს მე-10 დღისა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების ჩატარებისას – არა უგვიანეს ამ არჩევნების წლის 10 მარტისა, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო მომდევნო 10 დღეში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში (ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებისას – აგრეთვე ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში) და მის ყოველ საარჩევნო უბანში. (23.06.2006 N3400)
3. ამოღებულია (23.12.2005 N 2414)
4. საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის საერთო არჩევნების ჩატარებისას, აგრეთვე რეფერენდუმის გამართვისას არჩევნების/რეფერენდუმის დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებითა და ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საქართველოში და საქართველოს ყოველ საარჩევნო ოლქში, ხოლო იმავე ვადაში საოლქო საარჩევნო კომისია აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში და მის ყოველ საარჩევნო უბანში. (23.06.2006 N3400)
5. ამოღებულია (23.12.2005 N 2414)
6. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებისას არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-5 დღისა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ინტერნეტით აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქებში, რომლებიც არ შეიცავენ ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, და ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი საშუალებებით იმავე ვადაში აქვეყნებს ამომრჩეველთა დაზუსტებულ საერთო რაოდენობას საარჩევნო ოლქში, თუ იგი არ შეიცავს ადგილობრივ საარჩევნო ოლქებს, ან საარჩევნო ოლქის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში, აგრეთვე ყოველ საარჩევნო უბანში.
მუხლი 10. ამომრჩეველთა სპეციალური სია(14.08. 2003წ. N 2965-რს)
1. ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეჰყავთ (სიაში შეაქვთ ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემები):
ა) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში საქმიანობის გამო კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (ისინი სიაში შეჰყავთ შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულ საარჩევნო უბანში); (12.10.2004. N488)
ბ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს სამკურნალოდ წვანან საავადმყოფოში ან სხვა სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებაში;
გ) ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან;
გ1) საქართველოს სამხედრო ძალებისა და შენაერთების ვადიანი და საკონტრაქტო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები; (12.10.2004. N488)
დ) კენჭისყრის დღეს ნაოსნობაში მყოფი ამომრჩევლები (ისინი სიაში შეჰყავთ გემის მიწერის ნავსადგურის მიხედვით);
ე) კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლები, რომლებიც საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე დგანან, აგრეთვე ამომრჩევლები, რომლებიც არ დგანან საკონსულო აღრიცხვაზე, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 21-ე დღისა რეგისტრაციას გაივლიან სხვა სახელმწიფოში შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისიაში ან საკონსულო დაწესებულებაში.
ვ) ამ კანონის მე-9 მუხლის 111 პუნქტით გა