აუ აი ესეთი დღე მიყვარს...
კარგად გამოძინების საშუალება რომ გაქვს...
დილით რომ ვიღაც დაგირეკავს და რამე თბილს გეტყვის (გიო, შეუდარებელი ხარ!)

ისევ რომ გააგრძელებ საწოლში კოტრიალს

სახლში არავინაა - ანუ მთლიანად შენს განკარგულებაშია...
ადგები და რამე მაისურს გადაცვამ და მთელი დღე დატანტალებ და აკეთებ რაც გინდა...
არაფერი გაქვს სადარდებელი...
მუსიკას მაღალ ხმაზე უსმენ...
კითხულობ...
ტელევიზორს უყურებ...
საღამოს გახვალ სადმე, ნახავ ვინმეს...

მაღაზიებში გაივლი...
რამე გემრიელს შეჭამ...
დაიძინებ იმაზე ფიქრში, რომ ხვალ პარასკევია - სკოლა არ მაქვს...
ესეთი დღეები რომ მრავლობდეს ჩემს ცხოვრებაში - რაღა მიჭირს...