არადა, დღეს დილით მოღრუბლული და დაღვრემილი იყო ყველაფერი... ფოთლები დარბოდნენ და ეხეთქებოდნენ ერთმანეთს ქუჩაში... ეს იყო 7:30
8-ისთვის უკვე სიმშვიდე იყო, მზემ მთიდან ამოასხივა... ვერაფრით გადავიღე... თან ცა მოიწმინდა და ღრუბლები ლამაზად იყო... გათეთრებული... ვიფიქრე, რომ ჩავალ სამსახურში იქ გადავიღებ ცას მეთქი... მარა Outlook გავხსენი და იმის მერე დაიწყო კოშმარი... აქეთობისას ნახევარი გზა ვთვლემდი... არადა, ვირთხები მაინც მესიზმრებოდეს არ დამეძინებოდა... კიდევ კარგი ჩემს მხარეს თავის მისადები ჩაქვავდა რატომღაც და ვეღარ მიგდებენ და გულს ვეღარ მიხეთქავენ თანამშრომლები... ეხლა უკვე, ჩემს გვერდით ვინც ზის იმას უხეთქავენ ხოლმე თვალს რომ ხუჭავს...
მოკლედ, უკვე 9 თვე გავიდა და მივეჩვიე ამ 100კმ-იან მონაკვეთს... ასევე მივეჩვიე დილით ადრე ადგომას და გვიან საღამომდე მუშაობას... მივეჩვია ჯდომას და ღადავების მოსმენას მანქანაში... ერთმანეთზე შუტკებს...
მოკლედ, შემიყვარდა ასეთი სტილი და რამოდენიმე ხე... რომელსაც ყოველ დილით და საღამოს ვხედავ