რამდენიმე წუთით გონება დავძაბე და ამოვიტივტივე ფორუმის ღადოები, რომლებიც თაობების მიხედვით დახარისხდნენ.
ფორუმის პირველი თაობა:
მხოლოდ ტიმი ღადაობდა (დიდი, ვაზელინიანი ტყუილი. მაგრამ იყოს)
მეორე თაობა:
ალექსა - სალონური კახური იუმორი ქონდა ამ კაცს
ვიდუა რარიკოლა - ო, ეს პახაბნ საკითხებზე დახვეწილად ღადაონდა. თვითცინიზმი მისი თანთი იყო
ვაითი - ყველანაირ თემაზე პახაბნად ღადაობდა უყვარდა, უშვერი სიტყვების უაქტიურესი გამოყენებით
ჯითი - სამსიტყვიანი ანგლისკი იუმორის ფუძემდებელია ამიერკავკასიაში
საბუნია - ცუცურული იუმორის მამა, და ამავდროულად მთავარი მსხვერპლი
პეპა - პარნაგრაფიჩესკი ეწიუდები გამოდიოდა გენიალურად
ატოზე - გულჩვილი ადამიანების უბადლო დამგოიმებელი. როლებში შეჭრის მაესტრო
მოზერა - ფორუმის პირველი სიურეალისტი. თუმცა სხვა სფეროებშიც ბრწყინავდა
ციკლონა - მხოლოდ ფორუმის მითოლოგიის გამო რომ შევაქო, აშკარა შეურაცხყოფა იქნება
ვიკა - ცირკი იყო, ცირკი
ჯინჯიდრინჯი - "არ მიყვარს მოყვასის" იუმორის ავტორი, პირველი ვიოლინო და ბილეთების გამყიდველი
მესამე თაობა:
შარკი - ლენინგრადსკი იუმორი. ინგლისური სატირის და რუსული კაპუსტნიკის ნაზავი
აჩრდილი - ეროვნული ფოლკლორის ფესვებზე დაფუძნებული დობრი იუმორის მამა. განსაკუთრებით ძლიერი იყო ალკ. თრობის სტადიაში
რემე - ბევრის აზრით, ფორუმის ფაინა რანევსკაია
ასიკო - ბინძური და მობინძურო თემების ოსტატურად მკენწლავი
მირიანი - ფორუმის მაჰონი (პასიცეისკაია აკადემიაში რომ როჟაა)
არჩერი - აბანოიდური თვითგვემის უზენაესი მაგისტრი
ვლად ცეპეში - გენდერული იუმორის დოქტორი
მერიგორაუნდი - 60-70 წწ. სამამულო კინემატოგრაფიული მარილების ყოველდღიურობაში დამპნევი
მეოთხე თაობა:
ხორხე - ოდესური იუმორის ადმირალი
ყვავა - მდაბიო იუმორის რაფინირებული ფორმით მოწოდების გროსმეისტერი
პრანკსტერი - დიდი პალიტრის და ბრიქოზის მქონე ღადო-უნივერსალი
ჯონ ზორნი - ეს ბიჭი ნიჭიერ და ხარისხიან გუსარშინას აწვებოდა
სკოტი - კოლომნისტი-უნივერსალი. ფორუმის კაშკაშა ვარსკვლავი
გუდმენი - ცუცურულ ფუძეებზე აღმოცენებული სევდიანი იუმორის მთავარი დისტრიბუტორი
პარანოიდის ძმა - პარანოიდების სამეფო კარის მასხარა.
ისტერიკა - ცინიკოსი. არაცინიკოსების რისხვა
მეხუთე თაობა:
მამაო ონუქი - არასამარხვო იუმორის მთავარეპისკოპოსი
მიშა ძია - ხაძიაჩი ანეკდოტი
მიხაკო - ცაკლეული პიროვნებებისა და თერთმეტკაციანი კოლექტივების უბადლო გამშაყირებელი
იუდა - ეს კაცი მინი-პასკვილებს წერს, წარბებს აილოკავთ სიამოვნებისგან
ბუბადორი - ტვინის ტ*ვნის ნიჭიერი და ძალიან ენერგიული ოსტატი
საიბორგ მექლაუდი - ფორუმზე მატროსული იუმორის ფუძემდებელი
უზული - ძალათი ტაბუდადებული თემების უსერიოზულესი მკენწლავი
მეექვსე თაობა
ლევან 17 - ფორუმის ძმა ცუკერი
______________
ვინც გამომგრჩა, დროებით მაპატიეთ. მერე შეგავსებთ

აქვე უნდა ავ>ღნიშნო, რომ ამ ფორუმზე მრავლად არის ხალხი, ვისაც სასაცილოდ წერა შეუძლია, ოღონდ მათ ვერანიარად დავარქმევთ ღადოებს -- კახა, ჰუმიკა, ზაზაბიჭI, თიკო-თიკო, ნეო და ა.შ. თქვენც უეჭველი ამ კატეგორიაში გადიხართ