cxeli_shokoladiმე მიგდია სადღაც კაიროს "წიგნი ბედისა და ბედიწერისა". თუმცა მაგის დასკანირების შანსი არის 0, რადგან სკანერი არა მაქვს.
ისე, რუსულადა და ქართულადაც მაქვს უამრავი ლიტერატურა და ნელ–ნელა დავდებ, თუ იქნება ინტერესი. დავიწყებ დღევანდელი დღიდან:
ქიროლოგია არის მეტაფიზიკური დისციპლინა რომელიც შეისწავლის ხელის ფორმებს, განსხვავებით ქირომანტიისგან, რომელიც ხელისგულზე აღბეჭდილ ხაზებს სწავლობს. ქიროლოგია ხელის ფორმების მიხედვით ადამიანის ხასიათს, მიდრეკილებებს, შინაგან პოტენციალსა და შესაძლებლობებს ადგენს.
რას მიანიშნებს ცეცხლის სტიქიის ხელი
ცეცხლის სტიქიის ხელის მტევანი მაგარი და მკვრივია, მოკლე თითებით, რომლებსაც ოდნავ მომრგვალებული ან კვადრატული ფორმა აქვთ. ადამიანი, რომელსაც მსგავსი ხელი მტევანი გააჩნია, ენერგიულია და გამუდმებულად შინაგან ან გარეგნულ მოძრაობაშია. ეს ადამიანი ემოციურია და ენთუზიაზმი საკმარისად გააჩნია. შეუძლია დეტალების შემჩნევა, თუმცა უფრო გლობალურად აზროვნებს. აქვს ძლიერი გონება და შესანიშნავი იდეები მოსდის. შეუძლია საკუთარი სურვილები გარშემომყოფებს თავზე მოახვიოს. აქვს ორგანიზების უნარი. შემოქმედებითი ადამიანია, ვერ იტანს ერთ ადგილზე "გაყინვას" და უმოქმედობას, ამ დროს თავს ბედნიერად ვერ გრძნობს.
რას მიანიშნებს ჰაერის სტიქიის ხელი
ამ დროს ხელის მტევანი რამდენადმე წააგავს ცეცხლის სტიქიის ხელს – ხელის მტევანი ფორმით კვადრატულია, ხოლო თითები მომრგვალებული ან კონუსური. თითები გრძელია. ასეი ხელის მქონე ადამიანი გამოირჩევა ლოგიკური აზროვნებით, შეუძლია საკუთარი აზრის გასაგებად გადაცემა, გამოირჩევა ანალიტიკური აზროვნებით, კომუნიკაბელურობით და მეტ-ნაკლებად შეუძლია ემოციების შეკავება. მისთვის ურთიერთობებსა და უახლოეს გარემოცვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან აზრის გაცვლა-გამოცვლა ეხმარება ეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში. ზოგჯერ ნაკლებად პრაქტიკულია და არც თუ იშვიათად ღალატობს პასუხისმგებლობის გრძნობა. მისთვის აუცილებელია კარგი განათლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრს წვალობს და გარშემომყოფებსაც აწვალებს. პროფესიული თვალსაზრისით თავს კარგად წარმოაჩენენ იმ პროფესიებში, სადაც საჭიროა ინფორმაციის მიღება-დამუშავება-გადაცემა (ჟურნალისტიკა, აუდიტი, იურისპრუდენცია, ეკონომიკა, კომერცია და ა. შ.).
რას მიანიშნებს მიწის სტიქიის ხელი
წინა ნომერში გაეცანით ჰაერის სტიქიის ხელს. ამჯერად განვიხილოთ მიწის სტიქიის ხელი. მიწის სტიქიის ხელი `მშრალი~ და მაგარი, თუმცა ის შესამჩნევად თბილია (ისევე როგორც ცეცხლის სტიქიის ხელი). ასეთი ხელი ძალიან წააგავს ე. წ. პრაქტიკულ, ანუ კვადრატულ ხელს, რომელსაც აქვს მოკლე და კვადრატული თითები. ასეთი ხელის მქონე ადამიანი მდგრადი, სტაბილური და პრაქტიკულია. კონსერვატიური და ცვლილებებს ფრთხილად და წინდახედულად ანხორციელებს. უპრობლემოდ ასრულებს ფიზიკურად რთულ თუ მონოტონურ სამუშაოს. ერთი შეხედვით თითქოს მოუქნელია, მაგრამ მას "ოქროს ხელები" აქვს და უამრავი რამის გაკეთება ძალუძს. მგძნობიარე და რომანტიკულია, თუმცა ამას ძნელად ამჟღავნებს. შეუძლია დიდ ხანს მოთმენა, მაგრამ თუ გაბრაზდა, მაშინ დიდ ხანს ვეღარ წყნარდება. უდიდესი მრისხანების გამოვლენა შეუძლია. ჯიუტია და თუ არ უნდა მაშინ ვერავინ ვერაფერში ვერ დაარწმუნებს.
რას მიანიშნებს წყლის სტიქიის ხელი
ასეთი ხელი რამდენადმე წააგავს ჰაერის სტიქიის ხელს – არის ნაზი, თხელი და წაგრძელებული თითები, თუმცა, ამ შემთხვევაში თითების დაბოლოება უფრო მახვილია. ასეთი ხელი ხშირად გააჩნიათ მუსიკოსებს, ექსტრასენსებს, არც თუ იშვიათად მხატვრებს, ექიმებს (ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს). ასეთი ხელის მქონე ადამიანი ემოციურია და სხვებზე ზრუნავს, არის ალტრუისტი – მას შეუძლია მოუსმინოს გარშემომყოფებს და უთანაგრძნოს, თუმცა მოსალოდნელია მან ყოველგვარი ზედემტი საუბრის გარეშე იგრძნოს რა აწუხებს მის წინ მჯდომ ადამიანს – ამას გამახვილებული ინტუციით ახერხებს და სწორედ ამის გამოა, რომ ასეთი ხელის მქონე ადამიანი ადვილად ახერხებს ირეალური ("მიღმიერი") სამყაროდან ინფორმაციის მიღებას. მედიუმებს, ექსტრასენსებს, ჰიპნოზისტებს, ნათელმხილველებს თითქმის ყოველთვის წყლის სტიქიის ხელები აქვთ.
ასეთი ადამიანი მგრძნობიარეა და მას ადვილად სწყინს ყველაფერი (თუმცა ასევე ცოტა ახარებს). ის ადვილად ექცევა შთბაჭდილების და ასევე გავლენის ქვეშ. ასეთმა ადამიანმა სიფთხილე უნდა გამოიჩინოს ალკოჰოლთან და ფსიქოტროპულ მედიკამენთებთან ურთიერთობებისას. სასურველია იყოს პრაქტიკული და რაციონალური, რათა მოულოდნელად ილუზიაში არ აღმოჩნდეს.
* * *
ქიროლოგია და ხელის "ფორმები"
დღეს განიხილოთ ქიროლოგიის რამოდენიმე ასპექტი – "რბილი", "მაგარი", "უხეში", "გლუვი" ხელი, ასევე გავიგებთ რაზე მიანიშნებს ხელზე თმის საფარველი.
"რბილი" და "მაგარი" ხელი
თუ ადამიანს დააკვირდებით მაშინვე შეატყობთ მას როგორ ხელი აქვს – მაგარი თუ რბილი?! ეს განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ხელის ჩამორთმევისას. თუ ხელი რბილია და `"ხორციანია", მაშინ ადამიანი მიდრეკილია კომფორტისა და სიამოვნების მიღებისკენ და მზად არის დაიკმაყოფილოს ეს მომენტი. ასეთი ადამიანი შედარებით ტაქტიანია და ნაკლებად ხისტია. რაც შეეხება მაგარი ხელის მქონე ადამიანს, იგი ძლიერი და მდგრადი ადამიანია. იგი მზად არის გაუძლოს ნებისმიერ "ცხოვრებისეულ" შემოტევას. ასეთი ადამიანი მოქმედებებში პირდაპირია, ამასთან უფრო მატერიალურ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, ვიდრე სულიერს.
"უხეში" და "გლუვი" ხელი
"უხეში" ხელი დაფარულია კოჟრებით, ამ დროს კანი უხეში და მაგარია, ხოლო ხელის ფორმა ასე ვთქვათ, მოუხეშავი. ამ დროს უმეტესად ცერა (დიდი) თითის დაბოლოება მსხვილია და "კომბალისებური" ფორმა აქვს. ასეთი ხელი მქონე ადამიანს რამდენადმე პრიმიტიული ინსტიქტები აქვს, ურთიერთობებში ხისტი და იმპულსურია, აზროვნებაში შეზღუდული და "სქელკანიანია", მიდრეკილია მეტისმიეტი მატერიალიზმისკენ.
"გლუვი" ხელის მქონე ადამიანი რაფინირებული, ესტეთიური და დახვეწილია. მიდრეკილია ხელოვნებისადმი და მეცნიერებისადმი, ცხოვრებაში ლამაზ ფორმებს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
თმა – ხელზე
თუ ხელის მტევანი და განსაკუთრებით თითების ძირები (ქვედა სახსარი) თმიანია, ასეთ ადამიანში ძლიერია "იან", ანუ მამრული ენერგია. ეს სასიკეთოა მამაკაცის ხელზე, რადგან ეს მიანიშნებს ფიზიკურ ძალასა და ენერგიაზე, ხოლო ქალის ხელზე ეს მომატებულ მამაკაცურ ჰორმონებსა და დომინირების სურვილზე მიუთითებს.
* * *
როგორ გავიგოთ ხელის ჩამორთმევის დროს ადამიანის ხასიათი
დღეს გავისაუბროთ ქიროლოგიის რამოდენიმე შტრიხზე, კონკრეტულად კი ადამიანის ხელის ჩამორთმევის მეტაფიზიკურ მომენტზე, ანუ შესაძლოა, თუ არა გავიგოთ უცნობი ადამაინის ხასიათი, როდესაც ის ხელს გვართმევს. ადამიანის ხასიათი კარგად ჩანს ადამიანის რეაქციებში, მიმოხვრასა და საუბრის მანერაში. ქიროლოგიაში ადამიანის ხასიათის ფსიქოლოგიური შტრიხები ჩანს, თუ როგორ უწვდის ადამიანი მეორე ადამიანს ხელს.
დააკვირდით, ხელის ჩამორთმევის დროს – თუ ხელის თითები გაშლილია, მაშინ ეს ადამიანი საკუთარ თავში დარწმუნებულია, "გახსნილია" და ურთიერთობებში უკომპლექსოა. ასეთი ადამიანი "გულში არაფერს არ იდებს" და რასაც განიცდის, უმეტესად მაშინვე ამბობს. იგი მზად არის გარშემომყოფების დახმარებისთვის. მასთან კომპრომისის მიღწევა შესაძლებელია.
თუ ხელის თითები შეტყუპებულია, ასეთი ადამიანი ფრთხილი და წინდახედულია. მიდრეკილია ანალიზისკენ და საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. ცდილობს შენიღბოს საკუთარი თავი, თავის გარშემო ქმნის "ვირტუალურ წინაღობებს" და ცდილობს ზედმეტი არაფერი არ წამოსცდეს.
სთხოვეთ ახლობელ ადამიანებს გაჩვენოთ (დაგანახოთ) ხელები:
თუ მან ხელები ხელისგულების მხრიდან გამოგიწოდათ, იგი "გახსნილია" და ურთიერთობებში "სუფთა" ურთიერთობების მომხრეა. ამასთან ეს არის ხელის მტევნის "იან", ანუ მამრული მხარე, ამიტომ, ხელების ასე გამოწოდება მამაკაცური შტრიხია, ქალებში ასეთი შტრიხი – მამაკაცურ შტრიხებსა და დომინირების სურვილზე მიუთითებს.
თუ ადამიანმა ხელის მტევნების ზურგის მხრიდან გამოგიწოდათ – იგი გარშემყოფებისგან "დაფარულია" და ფრთხილია ამასთან მასში უფრო მდედრული ენერგია სჭარბობს. მამაკაცებში ღრმად ჩამალულ კომპლექსებზე მიუთითებს.
* * *
რაზე მიანიშნებს ხელისგულის ოთხი კვადრანტი
ხელისგული იყოფა ოთხ კვადრანტად – ვერტიკალური ხაზი გადის ხელისგულის შუათიზე, ხოლო ჰორიზონტალური – ხელისგულის (თითების ჩათვლით) ზუსტად შუაში: ქიროლოგები ხელისგულს შემდეგ ნაწილებად ყოფენ:
აქტიური – გარეგანი
აქტიური – შინაგანი
პასიური – გარეგანი
პასიური – შინაგანი
თუ ადამიანს გააქტიურებული (განვითარებული) აქვს "აქტიური გარეგანი" ნაწილი, მაშინ ადამიანი ამბიციური და მიზანსწრაფულია. საკუთარ გარემოცვაში არის დომინანტი და არ გაურბის პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. შესაძლოა, ის მოქმედებებში იმპულსური და ხისტი იყოს. ასეთი ადამიანის მოწოდება დიპლომატია, ეკონომიკა, იურისპრუდენცია, ბიზნესი და პოლიტიკაა.
თუ ადამიანს გააქტიურებული აქვს "აქტიური შინაგანი" ნაწილი, ეს ადამიანიც ამბიციურია, თუმცა ერიდება პირდაპირ მოქმედებებს, ხოლო საკუთარ მიზნებს დიპლომატიისა და ტაქტის გამოყენებით აღწევს. აინტერესებს მეცნიერება და ამ სფეროში მოღვაწეობს. შესაძლოა, კარგი კომერციის ან პედაგოგიკის ნიჭი ჰქონდეს.
თუ ადამიანს გააქტიურებული აქვს "პასიური გარეგანი" ნაწილი, შედარებით პასიურია. ის უპირატესობას ფიზიკურ სამყაროს ანიჭებს და ხშირად სექსუალურიც არის. მისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ-მატერიალურ სამყაროს. წარმატებას უფრო ცხოვრების მეორე ნახევარში და ძირითადად ხელოვნებაში აღწევს აღწევს (მუსიკა, ფერწერა, პოეზია).
თუ ადამიანს გააქტიურებული აქვს "პასიური შინაგანი" ნაწილი, შემოქმედებითი ბუნება აქვს და შეიძლება ითქვას ქვეცნობიერულია. ის უფრო გრძნობებით მოქმედებს და მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მცირე ემოციური იმპულსებიც. ასეთი ადამიანი გადამეტებული ფანტაზიის გამო ზოგჯერ ილუზიაშიც ვარდება. შესაძლოა, მიდრეკილება ჰქონდეს ალკოჰოლისკენ. მისგან კარგი ფსიქოლოგი, მისიონერი და ეზოტერიკოსი გამოდის.
This post has been edited by El Topo on 9 Sep 2008, 15:10
მიმაგრებული სურათი