ამ პოსტის ავტორებს არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მაინტერესებს მსგავსი შეხედულებები როგორ შეიძლება გქონდეს ადამიანს?
არ ვიცოდი რომ თურმე ადამიანს 100 ლარი თუ არ აქვს ვიღაც შაკირას კონცერტზე წასასვლელად უროდი ნაროდი ყოფილა.
სადღაც მოვკარი კიდევ თვალი მსგავს ფრაზას "ჩამოყრიან მთიდან ავტობუსებიტ ხალხს და იქ რაღა მინდა" (შინაარსი ზუსტად არის დაცული, შეიძლება ოდნავ სიტყვებია გადაადგილებული) საინტერესოა რა სჭირთ მთაში მცხორებ ხალხს ასეთი ცუდი, რომ მათთან ერთად კონცერტზე გაჩერება არ შეიძლება?
მე პირადად წასვლა რომ მდომებოდა გინდა ფასიან და გინდა უფასო კონცერტზე იმ "უროდ მთიდან ავტობუსებით ჩამოყრილ ნაროდთან" ერთად წასვლას ვამჯობინებდი ვიდრე მსგავსი შეხედულების "უკეთეს" ხალხთან.
ბოლოს დავაზუსტებ და ვიტყვი რომ პირადად არავის არ მივმართავ ამ პოსტით და ნურავინ ბუ მიირებს საკუტარ თავზე საწყენად