_ კარგი, ბიჭო, რა მოგივიდა, მოეშვი მაგ გოგოს.
_ მოშვებული არა ვარ?
_ კარგი ერთი. მითხარი მაინც, გიყვარს ძალიან?
_ არა. _ უპასუხა ნოდარმა.
_ მაშ რაღას დასდევ ამდენს? _ შეეკითხა თემო.
_ მე დავდევ?
_ რა ვიცი, მთვრალი სულ მაგის სიყვარულზე ლაპარაკობ.
_ მთვრალ კაცს რამე დაეჯერება?
_ რა ვიცი, ხან ფხიზელზე მეტი, ხან არა.
_ ჰო, შენც მართალი ხარ.
ნოდარმა თემოს ხელი გამოუყარა და წიგნების ფარდულისკენ წაიყვანა.
_ ნახე, ბიჭო, იეთიმ გურჯის ლექსები გამოუშვეს.
_ იეთიმ გურჯი ვინ არის?
_ პოეტი, აშუღი, მღეროდა, წერდა, რასაც გრძნობდა, იმაზე.
_ არ გამიგია.
_ დიდი არაფერია, თუმცა სიყვარულია.
თემომ გვერდზე გაიხედა, მერე თვალები ეშმაკურად აათამაშა.
_ ახლა კი მივხვდი, რა იეთიმ გურჯი აგიტყდა.
ნოდარი ყურებამდე გაწითლდა, შემდეგ გამყიდველს წიგნი გამოართვა და მარტოკამ განაგრძო გზა. ცოტა ხნის შემდეგ თემო წამოეწია.
_ ბიჭო, მართლა ღმერთივით გოგოა, მაგის მარტო უიმედო სიყვარულიც ღირს, არა?
_ რა ვიცი.
ნოდარი თავის ფიქრებში გაერთო. `ნეტავი იმან იცის, რომ მე მიყვარს, საიდან უნდა იცოდეს, თუმცა არა, ალბათ, იცის, ვინმე ეტყოდა.
Потрите мне спинку, пожалуйста... Ну что, вам трудно что ли?..