რჩევა N1.დაელოდე საღამოს, როდესაც გაიმართება ოჯახური თათბირი (დედ-მამა და და-ძმა მაგიდის გარშემო შემომსხდარნი, შენ მათ პირდაპირ თავდახრილი) , დგახარ და უსმენ ყველაფერს რასაც გეუბნებიან და როცა ყველაზე მაგრა "იგრუზები" მით უფრო დაბლა ხრი თავს, შიგადაშიგ ხელის იწვალებ, არ იცი თვალები სად წაიღო და საცოდავი თვალებით იყურები. უქნევ თავს და გერიდება ხმის ამოღება... ბოლოს როდესაც მორჩებიან რჩევა-დარიგებას ეტყვი, რომ ამიერიდან იქნება ყველაფერი ძალიან კარგად... გამორცხვად გაიღიმები და შეეცდები ოთახიდან გახვიდე. მერე წელში მოხრილი წახვალ შენ ოთახში და იქედან ცხვირს აღარ გამოყოფ, შემთხვევით თვალებში რომ არ შეეჩხირო და არ განაახლო საუბარი. ამის შემდეგ, აღარასდროს მიიყვან შენ შეყვარებულს სახლში, არ შეხვდები ისეთ ადგილას სადაც შეიძლება "დაგეჩითოს" მშობელი, აღარასდროს ახსენებ მის სახელს ოჯახში და... მეგობრებსაც ძალიანაც ნუ გაახსენებ მის არსებობას.
რჩევა N1-ის შედეგიტყული. ტყული და კიდევ ძალიან ბევრი ტყუილი, რომელიც ოდესღაც ყელში ამოგივა და შეყვარებულს დაშორდები.
რჩევა N2დაელოდე საღამოს, როდესაც გაიმართება ოჯახური თათბირი (დედ-მამა და და-ძმა შენ პირდაპირ დგანან, შენ მაგიდას უზიხარ და თითქოს ზღვაზე ჰორიზონტს გასცქერი ასე უყურებ მათ, ამავდროვლად წინ გიდევს ჩიპსი და შიგადაშიგ მშვიდად ახრამუნებ) , ისმენ ყველაფერს რასაც მშობლები გეუბნებიან, უყურებ თვალებში.. ისე ვითომ პირველად ხედავ... ბოლოს როდესაც დაამთავრებენ რჩევა-დარიგების მოცემას, ადგები, წელში გამართული, გაუსწორდები მშობლებს და განუცხადებ, რომ მართალია მათ ძალიან დიდ პატივს სცემ, მაგრამ შენ შენი ცხოვრება გაქვს და მიუხედავად იმისა, რომ სრულწლოვანი არ ხარ, გაქვს უფლება გიყვარდეს ვინც მოგწონს... შემდეგ ადგები და გახვალ სადმე.. ძმაკაცთან, ან უბანში.. ან სადმე.
რჩევა N2-ის შედეგიმშობლები მაინც იმდენს იზავენ რომ ბოლოს ყველაფერი ყელში ამოგივა და შეყვარებულს დაშორდები.
რჩევა N3დაელოდე საღამოს, როდესაც გაიმართება ოჯახური თათბირი (ყველანი მაგიდის გარშემო შემომსხდარნი დაფიქრებული სახეებით) , ისმენ ყველაფერს რასაც გეუბნებიან, წინადადების ბოლოს რომელსაც არ ეთანხმები, ასწორებ შესაბამისი არგუმენტით.. კითხვაზე- პასუხით და... იმის მტკიცებით რომ შენი შეყვარებული მართალია შენზე დიდია, მაგრამ შენ ის გიყვარს იმიტომ რომ... - რატომაც.. მოკლედ ყველაფერს ცდილობ რომ შენი მშობლები "დააჯერო" ხარ აბსოლიტურად გულწრფელი და.. არც ერთ ტყუილს არ ამბობ. საუბრის ბოლოს დგები მაგიდიდან და ბოდიშის მოხდით ტოვებ ოთახს.. ამის შემდეგ ისე იქცევი როგორც სხვა დროს (ეწევი სიგარეტს, უყურებ ტელევიზორს, სწავლობ ან კომპიუტერს უზიხარ).. შემდეგ დღეს მიდიხარ შეყვარებულთან და იქცევი ისე როგორც სხვა დროს (სეირნობთ და ა.შ..... )
რჩევა N3-ის შედეგიყველაფერი ისევ ისეა როგორც იყო, უბრალოდ მშობლები "ისე" აღარ გიყურებენ.. შედარებით სიმშვიდეა... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მიხვდები რომ აღარ მოგწონს და... შეყვარებულს დაშორდები..
და მე თუ მკითხავთ გოგოს/ბიჭის გულისთვის ზედმეტი თავის ტკივილი არ ღირს.. მითუმეტეს ოჯახში უსიამოვნება..სპეციალურად მათთვის ვისაც კითხვა ეზარებაგოგოს/ბიჭის გულისთვის ნუ შეიქმნით პრობლემებს - "იგი წავა და სხვა მოვას" პრინციპით.
ვაითუ უკანასკნელია?
ეგ არაუშავს.. მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტია.. თუ როგორც არის.
ვაიმე რამდენი ვწერე