დროს ნუ აბრალებ შენს შეცდომებს, დროს ნუ აბრალებ,
შენ გამოჭედე გულმოდგინედ შენი გალია,
ნუ შეგაშინებს თუკი ბოლოს არის საფლავი,
რადგაც საფლავიც ბოლო-ბოლო წარმავალია.
დროს ნუ აბრალებ, ნურც ხალხს და ნურც ქვეყნიერებას,
შენივე ხელით მეათასედ დაიგე მახე,
დროს ნუ აბრალებ თუ არ მოდის ბედნიერება,
ის ხომ მოვიდა, მაგრამ ბეცმა ვერ დაინახე.
დროს ნუ აბრალებ თუ გაგიქრა აზრი და სიბრძნე,
თუკი გასნობდი, გაირიყე ან გახდი ხელი,
ნუ დაიჩივლებ, რომ არა დგას შენს გვერდით ვინმე,
რადგანაც ბევრჯერ შეუმჩნევლად ჩაგჭიდეს ხელი.არ დაიჩემო, რომ გაწვალებს ვიღაცა ქალი,
შენ უკვე ძალით საკუთარი თავი აწვალე.
და როცა ღამით მშვენიერი გამოვა დარი,
დატკბი, შეშლილი ნუ დაითვლი ცაზე ვარსკვლავებს
This post has been edited by პერწკლი on 31 Mar 2008, 11:13
მიმაგრებული სურათი