არადა უფრო საინტერესო ინფოც შეიძლებოდა ეპოვა კაცს:
თვითონ მხატვრის გადმოცემით, ბიჭის პორტრეტი დაფუძნებულია საკუთარ ფოტოზე, 5 წლის ასაკში. კარიბჭე წარმოადგენს რეალურ სამყაროსა და სიზმრების, ოცნებებისა და შესაძლებლობების სამყაროს შორის საზღვარს.
სურათი პირველად ebay ზე გამოჩნდა. ზუსტი დასახელებაა The Hands Resist Him მიაწერეს გამოგონილი ისტორია თითქოს სურათი დაწყევლილი იყო.
ის პირველად ნამდვილად ლოს-ანჯელესის გალერეაში გამოჩნდა, მისი პირველი მფლობლი კი ჯონ მარლი იყო (მსახიობი ფილმიდან - ნათლიმამა) მარლის გარდაცვალების შემდგომ სურათი იპოვეს ძველ ლუდის სახარშის ტერიტორიაზე - თითქოსდა ვიღაც წყვილმა.
იგივე "წყვილმა" ebay ზე გამოაქვეყნა ეს სურათი და დაწყევლილობის მითს საკუთარიც დაუმატა, კერძოდ კი ამტკიცებდნენ თითქოს ბავშვები მოძრაობდნენ სურათზე, ერთმანეთს ემუქრებოდნენ იარაღით და სურათის დატოვებასაც კი ცდილობდნენ (ოთახში ცდილობდნენ გადმოსვლასო)
ის კი არადა სურათებიც მოაყოლეს, რომელიც ვითომდა ამტკიცდებდა ამ ყველაფერს.
თუმცაღა მხატვარმა მოგვიანებით დააზუსტა რომ გოგონას ხელში იარაღი კი არა დაცლილი ელემენტი და მავთულები ეჭირა.
ბოლო-ბოლო სურათი 1 025 დოლარად იყიდა გალერეამ Perceptions Gallery მიჩიგანის შტატში. მისი კრიტიკოსი ვინც ამ სურათის განხილვა დაწერა და თავად გალერეის მეპატრონე 1 წელში გარდაიცვალენ.
ერთი უცნობი მხატვარს დაუკავშირდა და შესთავაზა ამ ტიპის სურათების სიქველის გაკეთება, მხატვარი დათანხმდა და იგივე პერსონაჟები შეგვიძლია ვიხილოთ Resistance at the Threshold სიქველში.
http://www.stonehamstudios.com/StonehamArtStore.htmlაი ასეთი ძალა აქვს prejudice და PR ს