მართლა ტოვებს რაღაცნაირ უსიამოვნო შეგრძნებას, საკაიფო რამეა

რატომ ტოვებს უსიამოვნო შეგრძნებას მაგის ახსნა შეიძლება.
თანამედროვე საშინელებათა ფილემბში უარყოფით პერსონაჟები უბრალოდ ძლიერები და ბოროტები კი არ არიან, არამედ რაღაცნაირად საზიზღრები და საცოდავებიც. მაგალიტად silent hill-ში არიან ასეთი პერსონჟები - საწყალი მტირალა ბავშვები, რაღაცაში გახვეული ტიპები, პირამიდის თავა, რომელიც თავის ქვემოთ ჩვეულებრივი კაცია. ring - ში - ის პატარა ბოროტი მკვდარი გოგო და ა.შ.
ამ ნახატშიც იგივე პონტია:
1-ის მხრივ - აქ ჩანს 2 პატარა ბავშვი, წესით უნდა იყოს პოზიტიური სურათი და გაგვახსენოს ჩვენივე მხიარული ბავშვობა.
მაგრამ მეორეს მხრივ - სურათი არი ბნელი, კარს უკან საცოდავი და საშინელი ბავშვების ხელები შველას ითხოვენ, ბიჭს სასტიკი სახე აქ, გოგოს მეორე შეხედვით ვატყობთ რომ თოჯინაა, მაგრამ აშკარად არათოჯინურ პოზაში - ძაან დიდია, დგას და რაღაც უჭირავს - ამიტომ საშინელია.
ეს 2 პოზიტიუროი და ნეგატიური მუხტი ეჯახება და წარმოქმნის ძრწოლას. წარმოიდგინეთ ბიჭი რომ იყოს დიდი კაცი და იღრინებოდეს ბოროტად, და გოგო საყვარელი თოჯინა კი არა რკინის ბოროტი რობოტი იყოს - უარყოფითი მუხტი აშკარა იქნებოდა მაგრამ ძრწოლას ვერ გამოიწვევდა.
საერთოდ ტვინი რეაგირებს ყველაფერ ახალსა და უცნაურზე. ხედავ ჟიგულს - არფერი, ბევჯერ გინახავს, არ უყურებ წესიერად. ხედავ რაღაც ახალ უცნობ მანქანას, აკვირდები, აფასებ, იმახსოვრებ. ახალ ადამიანს ხვდები - იმასაც აკვირდები კარგად, აკეთებ დასკვნებს და იმახსოვრებ.
ახალი და უცნაური მესიჯი ტვინზე გაცილებით უფრო ძლიერად მოქმედებს.
ვეგხვი რაც არ უნდა დიდ-კლანჭებიანი დახატო, ტვინისთვის მაინც იგივე ვეფხვია - გასაგებია, ეს ვეფხვია, ძლიერი და ბოროტი, ვიცით, გავიარეთ...
მაგრამ ბავშვი და სასტიკი? ო, ეს რაღაც საინტერესოა!
This post has been edited by Pixel_misha on 24 Mar 2008, 18:29