ინტუიცია გარეცხილი ვარ, თუ საქმე რაღაცის გამოცნობას ეხება. ერთს რომ გავიფიქრებ, მეორეს ვამბობ, მაგრამ სულ, მუდმივად, ისე გამოდის, რომ რაც გავიფიქრე, ისაა სწორი

თუმცა საქმის მხრივ არასდროს უმტყუნია ინტუიციას. ზუსტად ვიცი, რომელი საქმე რა დონემდე გაამართლებს და რა იქნება ბოლოს... არც ერთხელ არ შევმცდარვარ მაგ მხრივ...
არც ადამიანების გამოცნობაში მატყუებს ინტუიცია... თუმცა ეს ალბათ ინტუიცია არაა.. უფრო ადამიანის აურის შეცნობაა... თუ ვიღაცის აურა არ მომეწონა, შანსი არაა ის ადამიანი ნორმალური აღმოჩნდეს

ანუ, ნორმალური იმ მხრივ, რომ ძირითადად ბოღმა, შურიანი და საზიზღარი თვისებებით სავსეები არიან ხოლმე... ვიღაცისთვის ეს მისაღებია, რა ვიცი

მოკლედ, მგონი ნორმალურად მაქვს ინტუიცია განვითარებული... მთავარია საქმეში გამომადგეს, დანარჩენი ნიუანსია
* * *
აჰ... აქ მაგალითებიც მოყავთ?
კაი...
მოკლედ, მამაჩემმა საქმე წამოიწყო.. მეორე დღესვე მივაძახე, არაფერი გამოგივა მეთქი.
რამდენიც არ ეჩალიჩა, მაინც არ გამოუვიდა.
მერე კიდე დაიწყო.. მეთქი არ გამოგივა აქაც, სანამ ამას და ამას არ იზავ თქო .... არ დამიჯერა... არაფერი გამოუვიდა.. მერე შევახსენე... რომ დამიჯერა, აეწყო, ბატონო

მარა ეხლა ისევ უნდა ვუთხრა, რომ შეეშვას იმ საქმეს.. მაინც არაფერი გამოვა

ხო, კიდევ.. ძველ სამსახურში სულ ვწუწუნებდი, ასე თუ გააგრძელეთ, ბოლოს გარეთ დარჩებით თქო (მაგარი შტერუკა ხალხი იყო რა... არანაირი ცოდნა იმაში, რასაც აკეთებდნენ...) ნუ, არ დამიჯერეს. დაჟე-ნუ ერევიო.. მეთქი, OK, ვნახოთ ვინ ვის... ხოდა ბოლოს ისე მივიდა საქმე, რომ რამის კი არა და დაიხურნენ ცოტა ხნით... მერე ისევ დავიწყეთ მუშაობა, მარა ცოტა ხანში ავდექი და წამოვედი... რომ წამოვედი, დანარჩენმა თანამშრომლებმაც დაიხურეს ქუდი და გამოიჯახუნეს კარები

ხოდა ეხლა ქე არიან ხახამშრალები

ისე, ახალი კადრების მიღების დროსაც ვურჩევდი ხოლმე, ვინ მიეღოთ-ვხვდები ხოლმე ვინ გამოდგება საქმისთვის.. ყველას შუბლზე აწერია და თუ არა, ხმას რომ ამოიღებენ, უკვე ეტყობათ

რამდენიც მე შევურჩიე, იმდენმა გაამართლა. რამდენიც თვითონ აირჩიეს და მე არ დამიჯერეს...

გავაქცუნე

ისე, ყველაზე სასაცილო სიტუაცია ის იყო, რომ სადაც არ მივედი, ყველაფერი დაიხურა... სამსახურიდან ერთ მაღაზიაში ამ მაღაზიის მენეჯერის მოსაძებნად ვიყავი... მეორე დღეს მაღაზია დახურული დამიხვდა და დღემდე არ გაღებულა

მერე კიდე იყო, ერთი კომპანია ჩემი მისვლის შემდეგ დაიხურა....
ეს რომ გაიგეს ჩემს ბივში სამსახურში, იმედია ჩვენ არაფერს გვიზამო

მეთქი, არ გამაბრაზოთ და არაფერი იქნება თქო... გამაბრაზეს და ეხლა კი არიან "მშვენიერ" დღეში