"მე დედა მყავს ფუნთუშების გამყიდველი.
ფულს აგროვებს –
ჩემი სიხარული უნდა რომ იყიდოს.....
დედა დამისხამს გაბზარულ ჭიქაში
ბინდისფერ ჩაის
და
თავის ცრემლებს თან ჩააყოლებს.
და
ამ ჭიქიდან ამოიზრდება სევდის ტოტები.
აყვავდება სისხლისფრად ასკილი.
მე დედა მყავს და ხომ შეიძლება ის ყველას
ჰყავდეს –
სადღაც შეჩერებულო, დაღლილო უფალო?"
მიმაგრებული სურათი