ზემოდან ქალაქები ჭადრაკის დაფას გვანან.
ადამიანები აკეთებენ მორიგ სვლას...
ზემოდან დედამიწა ერთი დიდი ტაძარია.
ადამიანები ლოცულობენ ან ლოცულობენ არ...
ამ ტაძარში ადამიანები ჭორაობენ
ერთმანეთზე, სექსზე,
იტყუებიან
და ინანიებენ ცოდვებს...
მე შიშველი შევდივარ ზოგჯერ ამ ტაძარში.
ჩემს სიშიშვლეს ამჩნევენ ან ამჩნევენ ვერ...
ჩვენ ყველანი ერთმანეში განვზავდებით
და ვიქცევით ერთ დიდ გლობალურ ადამიანად…
გლობალური ადამიანის ნერვული სისტემა
ჩვენი სისხლით იმღვრევა
და ჩვენ ვკარგავთ სახელებს...
ტაძრის გუმბათში კი კეთილი ღმერთია,
რომელიც გვიმზერს...
მიმაგრებული სურათი