'' Klodeli.
მედიკო მებურიშვილი იყო ულამაზესი გოგონა...ძალიან წესიერი და კარგი მშობლების შვილი...ცხოვრობდა რუსთაველზე,სადაც ახლა მგონი მეცნიერებათა აკადემიაა,ადრე ერქვა ,,შახტიორების სახლი,,,აი იქ,ანუ მოსკოვის ქუჩის შემდეგ(რუსთაველისკენ თუ მიდიოდით) პარალელურ ქუჩაზე...სამწუხაროდ აღარ მახსოვს იმ ქუჩის სახელი..სპორტული მაღაზია იყო მაგ ,,შახტიორების სახლში,, და მანდ,მაგ მაღაზიის ბოლოში, უნდა აგეხვიათ,აღმართიანი ქუჩა იყო...
*******************************************************************************
იყო ულამაზესი გოგო,მისი ფოტო მაქვს,და აგრეთვე დემიკო ლოლაძის ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილ ფოტოალბომშიც არის მისი ფოტო...სწავლობდა ფიზკულტურის ინსტიტუტში(მგონი).ევროპული გარეგნობა ქონდა.
უკრავდა ძალიან კარგად როიალზე,თანამედროვე კომპოზიციებს...იყო თანამედროვე,ევროპული ტიპის,თამამი გოგო.უყვარდათ მაშინდელ ცნობილ თბილისელ ბიჭებს,ცნობილი ოჯახებიდან...მე მგონი ყველას უყვარდა...
იყო ასეთი რუსთაველელი ძალიან სიმპატიური ბიჭი,მერაბ გიგინეიშვილი...მამამისი იყო გინეკოლოგიის კათედრის გამგე სამედიცინო ინსტიტუტში,პროფესორი...ეს გიგინეიშვილი იყო ძალიან მაგარი ფეხბურტელი,და აიყვანეს ,,დინამოს,, დუბლებში,კახა ასათიანთან ერთად თამაშობდა,და არა ნაკლები იყო ცხონებულ კახაზე!რაც მაშინ ძალიან ბევრს ნიშნავდა...
შესახედავად ეს გიგინეიშვილი გავდა ჰოლივუდელ კინოვარსკვვლავს-მაღალი,თმები სულ მაგარი ,,პრაბორით,, დავარცხნილი,ეცვა ამერიკული ცისფერი ,,ბატენის ,,საროჩკები,, და ამერიკული ,,ინსპექტორები,, ეცვა სულ...იყო ხმაურიანი,მოჩხუბარი,და სამწუხაროდ მაგარი მორფინისტი...
ეგ და მედიკო ახლობლები იყვნენ,და ძალიან ხშირად ერთად დადიოდნენ რუსთაველზე....ეგენი რომ მოდიოდნენ,ხალხი ჩერდებოდა და მათ უყურებდა,დიდიც და პატარაც...გიგინეიშვილი ნარკოტმა,თავისთავად ,,შავებთან,, დააახლოვა...რაღაც ეტაპზე მედიკომაც დაიწყო ,,წამლის,, კეთება...
ეხლა რომ ,,ივერიი,,ს გვერდზე რაღაც კრეტინული შენობა დგას,კავშირგაბმულობის,აი მაგ ადგილზე იყო ძველი,დიდი სახლი,და იქ ,პირველ სართულზე იყო კაფე(,,ჩორნი კაფეს,, ეძახდნენ,,)...იქ იკრიბებოდნენ მაგ დროის ,,შტატნიკები,, ჯიმა გაბისკირიას თამადობით...ამერიკული ტანსაცმლები ეცვათ...მანერებიც ამერიკულ სტილში...მუსიკალური ფირფიტების ავტომატი იდგა,რკინის ფულს ჩააგდებდი,და ფირფიტას დადებდა და უკრავდა...მანდ რამდენიმეჯერ დავინახე მედიკო გაბისკირიასთან ერთად...,,შავები,,მანდ არ დადიოდნენ,რადგან ეპაზორებოდათ ყავის სმა!
მედიკო და გიგინეიშვილი,და განსაკუთრებით ჯიმა გაბისკირია ,,პროდვინუტი,, ტიპები იყვნენ...მაგარი ამერიკული ეჭირათ,დაჟე არა ევროპული,მხოლოდ ამერიკული!
მედიკოს სიკვდილმა შეძრა მთელი ქალაქი,რადგან იგი იყო მაშინ პირველი,ერთად-ერთი და განუმეორებილი...უვიცები და სუპერ-კონსერვატორ-ტრადიციონალისტები აგინებდნენ! ჩვენ კი,ბავშვებს,მაგრა გვაინტერესებდა მისი თავგადასავლები და საერთოდ მაგ ტიპების ყველაფერი...
*************************************************************************
იგი იპოვნეს მკვდარი,ლიფტში,კამოს ქუჩის 4 ნომერ სახლში,სანაპიროზე რომ არის დიდი სახლი,აი მაგ სახლში.ამბობდნენ ჯერ კიდევ სუნთქავდაო...იმასაც ამბობდნენ,რომ ,,პერედოზით,, დაიღუპაო...
დასაფლავებაზე ყველა წავედით სკოლიდან,გოგოებიც,და ბიჭებიც!
ამდენი ხალხი მე ერთხელ ვნახე მარტო დასაფლავებაზე,როცა სულ პატარა , დეიდაჩემმა გალაქტიონ ტაბიძის დასაფლავებაზე წამიყვანა...მაშინ,სულ პატარას,ასეთი უზარმაზარი მასის შემეშინდა,და ბღავილი მოვრთე...
მედიკო მებურიშვილის დაგრძალვა რაღაც საოცრება იყო...მთელი თბილისის ახალგაზრდობა იყო ივერიის წინ რომ მოედანია,იმ მოედანზე...ტრანსპორტის მოძღაობა პარალიზებული იყო...მილიციელთა დაბნეული სახეები მახსოვს...
ეს ჩუმი,მრავალათასიანი პროცესია იყო რაღაც სიმბოლური ,ჩუმი პროტესტი იმ საშინელი სისტემის წინააღმდეგ,რომელშიც ვცხოვრობდით,და რომელშიც ვცდილობდით თუნდაც ერთხელ,ვიზუალურად მაინც შეგვესუნთქა რაღაც მილიგრამი დასავლური თავისუფლების...
სასტუმრო ,,ივერია,, ახალი აშენებული იყო,და უცხოელები,გაშტერებულები იდგნენ მარალი სართულების აიავანებზე...იღებდნენ ფოტოებს.მაგრამ ვერავინ ვერ უხსნიდა ალბათ მათ,თუ ვის დაგრძალვაზე იყო მთელი ქალაქის ახალგაზრდობა მოსული...
მაინც გაჟონა(ალბათ მაგ უცხოელებიდან) და მერე ბევრმა თბილისელმა ,,გოლოს ამერიკიში,, მოისმინა კომენტარები თბილისში,არნახული ხალხმრავლობის დასწრებაზე, ვიღაც ლამაზი ქართველი ახალგაზრდა ქალბატონის დაგრძალვაზე.... ''
http://www.for.ge/view.php?for_id=17912&f_...a+daapatimron++