#9451954 · 3 May 2008, 12:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ტავიდანვე რომ მიაწეროთ ხოლმე ისე რომ გასავრცელებელია, ცუდი არ იქნებოდა, დროს აღარ დავხარჯავდი, არადა მართლა ფსიქოლოგიურ ტესტს ვაკეთებდი მეგონა, სანამ არ ჩავედი პასუხებამდე. ჩემთანაც დაემთხვა ყველაფერი და საერთოდაც უმრავლესობასთან რომ ემთხვევა ძაან ბუნებრივია. მაგალიტად, საპირისპირო სქესის ადამიანის სახელები დაწერეთ 3ის და 7ის გასწვრივო, პირველი იმის სახელი გაგახსენდება "იასნად" ვინც გიყვარს, მერე იმისი ვის მიმართაც რაღაც გარკვეული სიმპატია გაქვს მეტ ნაკლებად. ოჯახის წევრებზე და ნატესავებზე რომ იკო, იქაც ანალოგიურად, პირველი ის გაგახსენდება ვიზეც ყველაზე მეტად ზრუნავ, მეორედ ასევე ძაან ახლობელი, ახლობელი კიდე რა თქმა უნდა კარგად გიცნობს. ხოდა აი ერე რომ იყო მესამე ადამიანზე კითხვის ნიშნები, მანდ უკვე ვეღარ გათვალა ამის შემდგენელმა და იმიტომ არ არის არაფერი კონკრეტული. რაც შეეხება სიმღერებს მანდაც მასევეა. პირველ რიგში ის სიმღერა გახსენდება, რომელიც ან საყვარელ ადამიანტან არის დაკავშირებული ან მის ტავს გახსენებს და ა.შ. მოკლედ არაფერი მისტიკური და სასწაულებრივი არ არის ტესტში, აი ადამიანის ფსიქოლოგიაზე კი უნდა გქონდეს გარკვეული წარმოდგენა ამის შესადგენად. რაც შეეხება გავრცელებას, არ ვაპირებ, მეყო 14-15 წლის ასაკში რაც ვაგზავნე მსგავსი სისულელეები,იმის შიშით ემანდ გაუგზავნელობის შემთხვევაშI მართლა ქვეყნიერების აღსასრული არ დადგეს მეთქი.
პ.ს. ერთი გამაგებინა ამის პირველწყარო ვინ არის და რას ფიქრობს. როგორ უნდა ვიტანჯებოდე უსაქმურობისაგან რომ ამეების წერა და გზავნა დავიწყო :დ
|