გიჟები ხართ!

ბედნიერება ყოველთვის არის, ოღონდ დანახვა უნდა და ბრძოლა მის შესანარჩუნებლად.
თანაც, "ნუ, თითქმის" ყოველთვის რომ უბედური ხარ, ე.ი. არის "იშვიათად ან ძალიან იშვიათად", რომ ბედნიერი ხარ. ე. ი. გამოდის, რომ ღმერთს მაინც უყვარხარ.
და საერთოდ, ღმერთზე ასე სულელურად ლაპარაკი მგონი სრული კრეტინიზმია. მან მოგცათ თავისუფალი ნება, არჩევის შესაძლებლობა და თქვენ ირჩევთ. შესაბამისად, თქვენივე ნაბიჯებზე თქვენვე აგებთ პასუხს და მორჩით ეხლა ასეთ უაზრო ლაპარაკს. კარგია განტევების ვაცი რომ გყავს და რომ აბრალებ ყველაფერს იმას, მაგრამ ცოტა ტვინი თუ არ გაარყიე, მაშინ დაჯექი ერთ ადგილას და გაიდგი ფესვები-ხეირი მაინც იქნება ოდესმე.
იძახეთ აწი უბედური ვარ, უბედური ვარ!-ო და იყავით.
იმაზეც იფიქრეთ, რომ შეიძლება უარესადაც ყოფილიყო საქმე და დაწრმუნებული იყავით, რომ თქვენზე ცუდად ვიღაცაა სადღაც. წუწუნით საქმეს არ ეშველება და ისწავლეთ ცხოვრების კონტროლი. და ასევე, თქვენი შეცდომებისთვის პასუხისგება.
თქვენ შეცდომები უშვათ და ღმერთს აბრალოთ-ადვილია, მაგრამ არა სწორი.
Circus_Closet-ს აბსოლიტურად ვეთანხმები.
ნარცისიზმი ზედმეტია, მართალია, მაგრამ სანამ საკუთარ თავს არ შეიყვარებ ისეთს, როგორიც ხარ, თავისი შეცდომებით და დადებითით, მანამ ტყუილია ბედნიერების ძიება.
თავი უნდა შეიცნო, რომ გამოასწორო, თუკი რამ ცუდია და უკეთესი გახდე. უკეთესს კიდევ უკეთესი ცხოვრება აქვს.