მიყვარს - ადამიანები.
ვოცნებობ - ბევრ რამეზე.
ვფიქრობ - რა დავწერო აქ.
მძულს - ზოგჯერ.
ვნანობ - დროის ფუჭად დაკარგვას.
კმაყოფილი ვარ - არ ვარ კმაყოფილი.
მენატრება - სიმშვიდე.
მსურს - ბედნიერება.
მაღიზიანებს - უჰაერობა, უსიამოვნო სუნი, უმოქმედობა.
ვგრძნობ - უადრესატო სიყვარულს.
მეშინია - ადრეული სიკვდილის.
ვიცი - მაგრამ არაფერში ვარ დარწმუნებული.
არ ვიცი - რა მოხდება ერთი წამის მერე.
შემიძლია - ვიყო უკეთესი.
არ შემიძლია - თვალთმაქცობა.
ვმეგობრობ - მათთან, ვინც მემეგობრება.
ვაპატიებ - ბევრ რამეს.
ვტირი - როცა მეტირება.
ვიცინი - როდესაც მეცინება.
ვეძებ - როდესაც ვკარგავ.
ღირსი ვარ - ყველაფრის, რაც მემართება.
ვკარგავ - სილაღეს, ბავშვურობას.
მშურს - იშვიათად.
ვემალები - ყველას, როდესაც ცუდ ხასიათზე ვარ.
ვემტერები - არავის.
მაინტერესებს - რა ხდება სიკვდილის შემდეგ.
არ მაინტერესებს - რუტინა.
მახსოვს - და მენატრება.
მრცხვენია - ხანდახან.
უარვყოფ - ნარკოტიკს.
ვავადმყოფობ - საბედნიეროდ არა.
ვმალავ - არაცნობიერში.
ვინახავ - მოგონებებს.
მწამს - მაგრამ ზოგჯერ ეჭვი მეპარება.
მიკვირს - თითქმის აღარაფერი.
მიხარია - სხვისი გახარება.
ვჭორაობ - იშვიათად.
ვდარდობ - დრო რომ გადის.
ვამაყობ - არ ვამაყობ.
ვაკეთებ - როდესაც შემიძლია გაკეთება.
ვეფერები - როცა მიყვარს.
მსიამოვნებს - ნაწვიმარი ჰაერის სუნთქვა.
მესიზმრება - სისულელეები.
ვეხმარები - თუკი შემიძლია.
ვეწევი - აღარ ვეწევი.
მწყინს - უყურადღებობა.
ვხარჯავ - როცა მაქვს.
ვღალატობ - არ მიღალატია.
ვკამათობ -

ვუხეშობ - როცა მაიძულებენ.
ვუსმენ - ძირითადად როკს.
ვყოყმანობ - ძალიან იშვიათად.
ვკითხულობ - ამჟამად არაფერს.
ვამზადებ - სოკოს სუპს, საცივს, ხაჭაპურს, სალათებს, ნამცხვრებს.
ვუყურებ - ვარსკვლავიან ცას.
ვკლავ - ბუზებს, ჩრჩილებს და ა.შ. აბეზარ მწერებს.
ვაფუჭებ - შეგნებულად არაფერს.
ვცხოვრობ - თბილისში.
ვცემ - არავის.
ვყვირი - როცა ნერვები მეშლება.
ვმღერი - როცა კარგად ვარ ან განწყობის შესაქმნელად

ვასრულებ - ზოგჯერ - სურვილებს, ზოგჯერ - დავალებებს.
დავდივარ - ლაშქრობებზე.
ვმკურნალობ - სამწუხაროდ არ შემიძლია.
ვერიდები- უსიამოვნებებს.
ვთამაშობ - მხოლოდ გასართობ თამაშებს.
ვიტყუები - როდესაც უხერხულ სიტუაციაში ჩავარდნა არ მინდა.
ვეთაყვანები - არავის/არაფერს.
ვგიჯდები - არაფერზე/არავიზე.
ვაგროვებ - მოგონებებს, ნიჟარებს, ქვებს, სამკაულს და ა.შ.
ვიხდი - ტანსაცმელს, გადასახადებს.
ვეჭვიანობ - არ ვეჭვიანობ.
"ვკაიფობ" - სასაცილო სიტუაციებზე.
ვიზიდავ - არ ვიცი, ვის.
ვალამაზებ - სამწუხაროდ არა.