სალამი, ჩემო ლაღო!
როგორ ხარ?
მომენატრე. მომენატრე, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ მესიზმრე. დამცინოდი - რა გატირებსო.
მომენატრა შენი უსაზღვრო სითბო, უანგარო სიკეთე და სიყვარული. მომნატრა შენი თხელი ლამაზი თითები, შენი ღიმილიანი სახე,
ჟუჟუნა და ეშხიანი თვალები, რომლებიც მიუხედავად ყველაფრისა მაინც უსაზღვრო სითბოს აფრქვევდნენ და ანათებდნენ.
თუმცა ყოველთვის ვამჩნევდი მათში სევდას, ფარულ სევდას.
ერთი რამ მიკვირს თათო, შენნაირმა ადამიანმა, როგორ გაგვიმეტე ასე, და გვტენ გულს? შენ ხომ არავის არასდროს არ უსურვებ ცუდს, სხვისი გაჭირვება გტკივა, სხვისას, როგორც საკუთარს ისე განიცდი. მაშ, რატომ გვტკენ გულს?
ეს ერთგვარი სამაგიეროს გადახდა ხომ არ არის, ჩემო თბილო?
გამიჭირდება... გამიჭირდება. თუმცა შევეგუები. ოდესმე შეხვედრის იმედით.
ვეფერები შენს სულს. გკოცნი. უზომოდ მიყვარხარ!
მაპატიე..
* * *
მომიტევეთ, არ მიყავრს ნეკროლოგები. მაგრამ უნდა დავიხარჯო. უნდა განვთვაისუფლდე. ამიტომაც დავწერე.
This post has been edited by Opizar on 23 May 2008, 10:01