მმმ

ეს ლექსი გამახსენდა რატომღაც. განწყობა მაქვს ასეთი...
***
ახედე ვარსკვლავებს, რომლებიც არ სჩანან,
ოცნება გეყოფა,
ჩადიხარ კიბეზე, ჰაერი ცივია
სხვა დადგა ეპოქა.
გამქრალი სიზმრები და ღამე შიშველი
ეძახის ფანტომებს,
დაცლილი ბოთლები და შარვლის ტოტები
არაფერს გაგონებს.
უსიზმრო სიზმრებში დამდნარი იმედი
ისევე აბოდებს,
და ითვლის დღეებსაც და ითვლის წამებსაც
და ითვლის ნაფოტებს,
რომელიც მდინარემ,თითქოსდა მძინარემ
ძლიერ შორს გარიყა,
არ იცი ვინ ელის, არ იცი ვინა დგას
მეორე ნაპირთან.
ახედე ვარსკვლავებს, რომლებიც არ სჩანან,
რადგან ცა დიდია.
ახედე ვარსკვლავებს, უსიტყვოდ,უჩუმრად
ჩვენგან რომ მიდიან.
(გაგა ნახუცრიშვილი)