მე მყავს საუკეთესო მეგობარი ჩინელი

სულაც არ არიან საზიზღარი ხალხი, პირიქით, ძალიან ზრდილობიანი, სტუმართმოყვარე ხალხია.. კულტურული ( ნუ, ცხადია გამონაკლისები ყოველთვის არსებობენ, მე ვისთანაც შეხება მაქვს, იმათზე ვამბობ ) მოგეხსენებათ, ჩინეთში განათლების ძალიან მაღალი დონეა, ჰოდა სხვადასხვა ქვეყნებშI დადიან და მაღაზიებს ხსნიან ისეთები, რომლებსაც არ აქვთ საკმარისი განათლება იმისა, რომ თავიანთ ქვეყანაში თავი ირჩინონ. იქ საკმაოდ ხარისხიანი პროდუქციაა, ხოლო რაც მაღაზიებში გააქვთ უბრალო პატენტები და ნაგავი
ჩემს მეგობარს რაც შეეხება, ულამაზესი გოგოა

ძალიან კეთილი და ხალისიანი. ქართულსაც მშვენივრად ფლობს. და დიდ პატივს სცემს საქართველოს, ქართულ კულტურას და ქართველებს... დავაზუსტებდი რომ აქ არ არის ჩამოსული მაღაზიის გასახსნელად ბიზნესისთვის... ერთხელ ჩამოვიდნენ ... მოეწონათ ქვეყანა, მოეწონათ აქაური სიტუაცია, გარემო, ადამიანები და გადაწყვიტეს ცოტა ხნით დარჩენილიყვნენ

ასევე, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ჩინელ ხალხს ძალიან ძალიან საინტერესო კულტურა აქვთ