მოკლედ მეგობრებო, ახლა ავხედ-დავხედე აქაურობას და თვალში მომხვდა ერთი რამ: ნამეტანი ხშირად ვამთქნარებთ.
ცოტა არ იყოს არ მომწონს მე ეს ამბავი და რატომ არ მომწონს.. ეს იმის ნიშანია, რომ
ძილი ყველანაირად ცდილობს ჩვენს დამორჩილებას! ერთი სული აქვს როდის მიგვატოვებინებს ჩვენს ახლანდელ პოზიციებს და ხვრინვას ამოგვაშვებინებს. თანაც ისიც გასათვალისწინებელია, რომ მთქნარება სასტიკად გადამდებია. ეს კი თანდათან საფრთხეს შეუქმნის ჩვენს სიფხიზლეს და ეჭვქვეშ დააყენებს ამ კლუბის (ფღს-ს "ფორუმის ღამისმთეველთა საზოგადოება") მომავალს.(

)
შემოვდივარ წინადადებით:
საერთოდ აიკრძალოს ამ თემაში ყველანაირი მთქნარება(ხელისგულმიფარებულიც და ხელისგულმიუფარებელიც). თუ რომელიმეს ძალიან გაგვიჭირდება, შეგვიძლია დაავტოვოთ აქაურობა, გადავიდეთ მეზობელ თემებში, დავამთქნაროთ და შემოვბრუნდეთ უკან.
და ბოლოს ამ წესის დამრღვევებისათვის სადამსჯელო ღონისძიებებიც შევიმუშავოთ.
მაგ: ვინც თანათემელს დამთქნარებისკენ უბიძგებს----სხვა თემაში გადავიდეს.
ვისაც შემთხვევით დაემთქნარებინება----ერთი იუზერი გააღვიძოს.
ვინც გამიზნულად დაამთქნარებს----ერთი ღამე აეკრძალოს ჩვენთან ურთიერთობა და აქ პოსტვა...
აბა რას ფიქრობთ??გამოთქვით თქვენი აზრიც და ვიმუშაოთ ამ საკითხზე.
პატივისცემით მინერვა.
პ.ს. სხვა მხრივ ნებადართულია მთქნარება ამ თემის გარეთ ყველგან. სახლში, სამსახურში, ქუჩაში, ტრანსპორტში, ჭამისას, ვარჯიშისას, გაღვიძებისას...
This post has been edited by minerva on 12 Oct 2008, 23:16
მიმაგრებული სურათი
- შეგიძლია წყალნარევი ღვინო გამიკეთო, ბერძნულად? ოღონდ იცოდე, ვიდრე ასხამ, ჭიქაში ჰაერი არ ჩაგეპაროს..