ფინალს დავწერ


თოვლი სთოვს, ქარი ბობოქრობს
ყელებ შეკრულა მთებისა
ჩემოდის ხევად ზვავები
ჩამონახლეტნი კლდებისა
გაუბამ ყინულს ლურჯადა
უბე-კალთები წყლებისა
მიუნაქრიან ერთიან
ვიწრო სავალი გზებისა
ვის მასწყენია სიცოცხლე
გზას ვინ გადაუგებისა?
წინ მიდის მგზავრი მიჰკვალავს
ხუტიც უკანა ჰყვებისა
შიმშილით შაწუხებული
მთას ღმუის ჯოგი მგლებისა
კარგს ნურას ჰნახავთ ხევსურნო
ერთი დიაცი სწყრებისა
ავაჰმე ჩვენო სახლ კარო
ქვა ქვაზე აღარ დგებაო
ციხეზე ჭერხოს ბოძებზე
ეხლა ყოვები სხდებაო
დედა ეტყოდა ალუდას
შვილო იარე ნელაო
შენთან ვერ გავძლებთ ვერჩ მენა
ვერც შენი ცოლი ლელაო
ბალღები აგვიბოჟირდა
ხელფეხ დაგვიზრა ნელაო
ვაჰმე რა უგზოდ დავდივართ
ვაჰმე როგორა ბნელაო
ნეტავი არ დასჭირდებათ
ხევსურებს შენი შველაო?
ვის რა წყალ ჭალა გვისტუმრებს
სად რა რა დავილევითა
უბინო უსახლკარონი
სხვაგანაც დავიწყევითა
ვეღარ მიუვალთ ჩვენ სახლ კარს
გაღმა შატილის ხევითა
თავის მიწა-წყლის გაწირვა
ძნელი ყოფილა მეტადა
მამაკვდავს დავფეთებივარ
გონი გამოხდა რეტადა
მუხლებ არ მიმდევს გულშია
ბნელი ჩემიდგა სვეტადა
ვაჰ... მამა-პაპის საფლავნო
კლდენო დამდგარნო მწვეტადა
ჯავრობიტ ეტყვის ალუდა
დიაცნო ნუ ხართ ყბედადა
მოდით მამიყევთ ვიდინოთ
ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა
ჯვარს არ აწყინოთ თემს ნუ სწყევთ
ნუ გადიქეცით ცეტადა
ერთხელ მაუნდა ალუდას
ერთხელ მობრუნვა თავისა
მშვიდოით საჯიხვეებო
გამახარელნო თვალისა
მშვიდობით ჩემო სახლ-კარო
გულში ამშლელო ბრალისა
მშვიდობით ჩვენო ბატონო
ყმათად მომცემო ძალისა
გამწირეს მგზავრთა სამუდამოდ
წყალი და მწა თავისა
შტერად დამდგარან მთის წვერნი
იმის ხივილი ქარისა
გადვიდნენ ქედი გადავლეს
თხრილი აღას ჩანს კვალისა
ერთი მაისმა შორითა
მწარე ქვითინი ქალისა

პუნქტუაციის ნერვები აღარ იყო