ჯერ შეგროვდით 10 ადამიანი, ამისათვის გამოგზავნეთ პერსონალური შეტყობინება.
შემდგომ შაბათ კვირას გავემგზავრებით აეროდრომზე, სადაც მოგამზადებთ და ორ ნახტომს შეასრულებთ და უკან დავბრუნდებით, გამგზავრება დილით ადრე ასე 6-7 საათზე.
აეროდრომი 2 საათის მანძილზეა თბილისიდან, აზერბაიჯანში. საჭიროა საზღვარგარეთის პასპორტი. ასევე, სანამ ჯგუფში ჩაგწერთ, გვჭირდება ინფორმაცია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, დაგჭირდებათ ცნობა ექიმისგან. შეიძლება 2 დღე დაგვჭირდეს. ანუ შაბათ-კვირა. თუ შეძლებთ 2 ნახტომს, ერთ დღეში დავბრუნდებით.
* * *
პირველივე ნახტომი არის დამოუკიდებელი. ანუ მარტო ხტებით თვითმფრინავ ან-2 დან.
* * *
ვისაც უნდა დაგვიკავშირდეს ელ.ფოსტით და თავის შესახებ შემდეგი ინფორმაცია მოგვაწოდოს:
1.გვარი სახელი
2.საკონტაქტო ტელეფონი
3.მისამართი და სახლის ტელეფონი
4.დაბადების თარიღი
შეკრების ადგილზე მოსვლის დროს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და უცხოეთში გასასვლელი პასპორტი. თანხა 180 აშშ.დ.
ხტომების წინ, დილით, გაივლით სამედიცინო შემოწმებას.
მგზავრობის ხარჯები აზერბაიჯანის საზღვრამდე თქვენზეა, შეგიძლიათ ტაქსით, მიკროავტობუსით ან პირადი ტრანსპორტით ისარგებლოთ.. საორინტაციოდ 2-ვე გზა 20 ლარია. როცა შეგროვდება ჯგუფი, ამას და დაზღვევას შემდეგ დავარეგულირებთ.
* * *
პირველივე ნახტომი დამოუკიდებლად სრულდება. ამისათვის შერჩეულია შესაბამისი პარაშუტი დ-1-5უ. საკმაოდ საიმედო და ადვილად სამართავი დამწყებთათვის. გადმოხტებით 800-1200 მეტრის სიმაღლიდან.
პრაკტიკულად გამორიცხულია რაიმე რომ მოგივიდეს, თქვენზე ბევრია დამოკიდებული, თუ როგორ აითვისებთ ინსტრუქციებს გადმოხტომის წინ. თუ გაგიჭერდებათ ათვისება, შემდგომ დღეს გადმოხტებით, ან არ დაგიშვებთ ხტომებზემ, სანამ არ აითვისებთ ხტომის ტექნიკას.
უპარაშუტოდ და ასევე ინსტრუქტაჟის და წვრთნის, სამედიცინო შემოწმების გარეშე ვერავის ვერ გადმოგახტუნებით!
სამედიცინო ცნობის გარეშე, რომ ჯანმრთელი არის - არავინ არ მოგვმართოს!
* * *
პარაშუტები იქნება დ-1-5უ. საკმაოდ კარგი პარაშუტი პირველი ხტომებისათვის.
http://dz-volosovo.ru/tutor01.html აქ ნახავთ მის ტექნიკურ მონაცემებს. ვინც დაინტერსებულია გაეცნოს ამ ლინკს.
* * *
http://dz-volosovo.ru/tutor01.html ნახეთ ეს ლინკი პარაშუტი დ-1-5უ იქნება გამოყენებული ხტომებისათვის, გაეცანით მის ტექნიკურ მონაცემებს. სიმაღლე 800-1200 მეტრი.
გახსენებთ:
06.00 გასვლა აეროდრომზე თბილისიდან.
08.00 აეროდრომზე მეცადინეობა და მომზადება
11.00 პირველი ნახტომის შესრულება
16.00 მეორე ნახტომის შესრულება
21.00 თბილისში ჩამოსვლა