#10224124 · 27 Jun 2008, 21:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირდაპირ საქმეზე გადავალ და მოვიხმობ ორთოგრაფიულ ლექსიკონს:
გაციება (გააციებს) გაციებს შენ, გაციებთ თქვენ(გაგაციებთ) გაციებული(ვისაც გააცია)
გაცივდება; გაცივდა; გაცივებულა გაცივება (გააცივებს) გაცივებული(ვინც ან რაც გააცივეს ან გაცივდა)
ანუ ორ სხვადასხვა რამეზეა ლაპარაკი. ახლა მოვიხმობ განმარტებით ლექსიკონს სრული თვალსაჩინოებისათვის: გააციებ-ს (გააცი[ვ]ა, გაუციებია) გრდმ. ციების, მალარიის შეტევა მოუვლის. მახარე აკანკალდა, თითქოს გააცივაო (შ. არაგვ.). იმ საღამოს სპირიდონს ძლიერ ... გააცივა (ე. ნინოშ.). || შიშისაგან კანკალი აუტყდება, როგორც ციებიან ავადმყოფს, _ გააჟრჟოლებს, ააცახცახებს. პატრონს შიშით გააციებს (გ. ლეონ.). ბიჭები აცოცდნენ ხეზე. კაჭკაჭს გააცივა და გააცხელა შიშისაგან (ვაჟა). გააცივებს (გააცივა), გაუცივებია გრდმ. 1. ცივს გახდის (ცხელს), სითბოს დაუკარგავს, დაუკლებს (საპირისპ. გააცხელებს). `მიირთვით, შენი ჭირიმე [ხაჭაპურები], ნუღა გააცივებთ!~ (აკაკი). 2. გაცივებით ავად გახდის. `ამ ბუხრის წინ რა გამაცივებს?!~ (ა. ქუთათ.). 3. გადატ. მოკლავს, სიცოცხლეს მოუსპობს. ელგუჯამ გადაუშვირა თოფი [მომავალს] _ `შედექ, თორემ, ღვთის მადლმა, მანდვე გაგაცივებ!~ (ა. ყაზბ.). à კერას გააცივებს კერას (ოჯახს) გააქრობს, დაანგრევს, მოშლის. ქეთევანი ... იძულებული შეიქნა ... ყანაში ემუშავნა ... და ფუტი (=კერა) არ გაეცივებინა ობლისთვის (ე. ნინოშ.). [კაცია] შეემუდარა მცირიწლოვანთ და მოხუცებულებს ოჯახს დაბრუნებოდნენ და კერა არ გაეცივებინათ, ვიდრე გამარჯვებული მეომრები უკან დაბრუნდებოდნენ (შ. არაგვ.). გაციება (გაციებისა) სახელი გააციებს ზმნის მოქმედებისა. 1. ციების, მალარიის შეტევა. გაციება, გაცხელება ორივე ჭირიაო (ხალხ.). 2. იხ. გაცივება (მნიშვ. 2).
გაცივებულ-ი (გაცივებულისა) მიმღ. ვნებ. ნამ. რაც ან ვინც გააცივეს ან გაცივდა. 1. რაც ცივი გახდა (საპირისპ. გაცხელებული). გაციებული შეჭამადიანი ქვაბი ეკას ნავთქურაზე ხელახლა შეედგა (რ. გვეტ.). || გადატ. მკვდარი. პირქვე დაეცა ხელახლად შვილის გაცივებულს გულს და ტირილი-კი არა, მარტო ქვითქვითით გოდებაღა ისმოდა (ილია). [გამწარებული დედა] თავს ურტყამდა გაცივებულ გვამს (დ. კლდ.). à გაცივებული კერა გადატ. მოშლილი, დანგრეული კერა (ოჯახი). à გაცივებული თვალები გადატ. ცივი, მიმქრალი, მიბნედილი, უხალისო თვალები. [პლატონი] გაცივებული თვალებით მისჩერებია ამ უღვთო დედაკაცს (დ. კლდ.). 2. გაცივებით ავად გამხდარი. ექიმმა სთქვა, გაცივებულია [ლუდმილა ], მაგრამ გულიც არა აქვს რიგზეო (შ. დად.).
|