მე გთავაზობთ კიდევ ერთ ვარიანტს

შარშან დავდიოდით ფორუმელები ამ საზაფხულო მარშუტებით
პროექტი "საზაფხულო დასვენება" დაიწყო 
პროექტი "საზაფხულო დასვენება" უკვე დაიწყო. დღეიდან ნებისმიერ მსურველს საქართველოს სხვადასხავა კუთხის დათვალიერების საშუალება ეძლევა. დილის 10 საათიდან 14 ავტობუსი მგზავრებს რესპუპლიკის მოედანზე ელოდება. გასეირნება ზაფხულის პერიოდი გაგრძელდება. პირველი მგზავრები თბილისის მერის მოადგილემ გააცილა.
"საინტერესო საზაფხულო პროექტია. შარშან დაიწყო და წელს უფრო გაფართოებულად გაგრძელდა. უამრავი თბილისელი და უცხოელი სტუმარი საქართველოს ისტორიულ კუთხეებს მოინახულებს. მნიშვნელოვანი პროექტია, რასაც მერია აქტიურად უჭერს მხარს. აღნიშნული მარშრუტები მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაფართოვდება." - ნიკო ხაჩირაშვილი – თბილისის მერის მოადგილე .

მერიის მხარდაჭერთ პროექტში 14 ავტობუსი მიიღებს მონაწილეობას. მარშრუტები კი ასეთია: ანანური, ბაზალეთი, ბეთანია, საგურამო, დავით გარეჯი, სიონი, შიო მღვიმე, უფლისციხე, ზედაზენი, ყინწვისი, ღვთაება, ბოდბე, სიღნაღი და ჩარგალი. ბილეთის ფასი 2-დან 6 ლარამდეა.
"საზაფხულო მარშრუტის"პირველი მგზავრები დილიდან რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ.
"მე და ჩემი მეგობრები ამ პროექტის დაწყებას ველოდით. დღეს შევიკრიბეთ და ერთად მივდივართ ბაზალეტში. ასვენების ძალიან კარგი საშუალებაა. ახალ მეგობრებსაც შევიძენთ და იმედი მაქვს საღამოს კმაყოფილები დავბრუნდებით."- თათია ხვედელიძე.
საზაფხულო დასვენების პროექტი სექტემბრამდე გაგრძელდება. მუნიციპალური ტრანსპორტი რესპუბლიკის მოედნიდან ყოველ დღე. დილის 10 საათიდან გავა.
ადამიანი მაშინ რწმუნდები სამშობლოს სიყვარულში, როდესაც მის ფარგლებს გარეთ იმყოფები © GURAMI19
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს. © მუხრან მაჭავარიანი
Life is full of difficult decisions !!!