მატისიაუ, წიგნი ჩაიგდე ჩანთაში რა და სადმე შეკრებაზე მომე
* * *
ტრიალებდა , ტრიალებდა, ტრიალებდა კარუსელი ,
ქარს მიჰქონდა ხეების და ხეივნების ნამუსრევი .
ბეღურები ეშვებოდნენ კოპიტების კენწეროდან ,
იდგა ძაღლი და გოგონას გაკვირვებით შესცქეროდა.
გოგონა კი ჩამჯდარიყო თავის სათამაშოებთან ,
მაგრამ კი არ თამაშობდა , მამას თვალს არ აშორებდა .
მამაც იქვე , სადაც დიდი ჩრდილი ეგდო კოპიტების ,
ვიღაც უცნობ მანდილოსანს შეჰყურებდა მორიდებით .
ის უცნობი ძაღლს უმზერდა ( ძაღლი იდგა ბეღურებთან),
ძაღლი - გოგოს , გოგო - მამას , მამა უცნობს შეჰყურებდა ,
ამ მზერაში იყო რაღაც უცნობი და აუხსნელი ,
რტიალებდა , ტრიალებდა , ტრიალებდა კარუსელი . >>