08.08.08მაგარი თარიღია...
მთელი 1 წელია ამ თარიღს ველოდები...
კიარადა...ველოდები რა, თოვლის ბაბუა ხომ არ არის, მაგრამ ისეთ პონტში რა...
ნუ თოვლის ბაბუას უკვე კარგა ხანია აღარ ველოდები, მაგრამ ეს სხვა თემის საუბარია...
აი ზუსტად ისე, როგორც ყოველ დილით...
ლოგინიდან ამდგარი...
ჯერ კიდევ ჩაუცმელი...
ჯერ კიდევ ხელ–პირდაუბანელი...
ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი...
მივდივარ აივანთან და ვეძებ მზეს...
ნუ ერთი ის უნდა აღვნიშნო, რომ სანამ ხელ–პირს არ დავიბან, მანამდე ჯერ კიდევ ღრმა ძილში ვარ...
მიუხედავად იმისა, რომ აშკარად ფხიზელი ვარ...
პირზე წყალს რომ ვისხამ, უკვე მერე ვაცნობიერებ, რომ გონიერი ცხოველი ვარ...
კიარადა...
ანუ ადამიანი ვარ...
კიარადა, ეს სულაც არ არის ამ თემის საუბარი...
ხოდა ვეძებ ხოლმე მზეს...
თუ სადმე არსებობს მზე და ის მე მაგრძნობინებს თავის არსებობას ჩემს თვალებში ჩახედვით, მე ღმერთს მადლობას ვეუბნები, რომ ეს მორიგი დღეც მაჩუქა...მორიგი დილაც გამითენა...
თუმცა გული მწყდება, რომ ერთი დღით მაახლოებს სიკვდილს...
ეს ფრაზა ყოველდღე მიტრიალებს თავში...
"ერთი დღით დაახლოება საკუთარ სიკვდილთან"...
მახსოვს, პირველად ეს რომ მოვისმინე, 14 წლის ვიყავი, ქობულეთში ვიყავით მე და მამაჩემი, ზღვის სანაპიროზე ვისხედით და მზის ჩასვლას ვუმზერდით...
მზე ისეთი წითელი იყო...

და ჩვენც ვტკბებოდით იმით, თუ რა ლამაზად იძირებოდა მზე ზღვის ჯერ ცისფერ სივრცეში...
ეს ის ჰორიზონტი იყო...
(კიარადა არის)
სადაც ზღვისა და ცის ფერები ერთმანეთში ირწყმება...
მაშინ შემომიტრიალდა მამაჩემი და მითხრა: "ეჰ, ერთი დღით დავუახლოვდით სიკვდილს, ერთი დღით ნაკლები დღე დაგვრჩა საცხოვრებელიო"...
14 წლის ღლაპს რაღაცნაირად მომხვდა ეს ყურში, თუმცა როგორ მომხვდა, არვიცი...
მაგრამ დადებითი ემოციებით რომ არ განვიმსჭვალე, ეგ კი მახსოვს...
მას მერე მზის ჩასვლის ყურებისაც მეშინია, არადა მსიამოვნებს ამ სილამაზის ყურება..
და ქობულეთს აღარ გავკარებივარ...
მხოლოდ ბათუმი...
და მამაჩემს რაც შეეხება...
მაგრამ ესეც სხვა საუბრის თემაა...
ხოდა კიდევ ისე ველოდებოდი ამ თარიღს, როგორც ყოველ ღამე ცაზე ვარსკვლავებს ველოდები...
და ყოველ ღამე ვითვლი...
ყოველ ღამე...
ბუზღუნ–ბუზღუნით მივდივარ დასაძინებლად, თუ ვარსკვლავი ცის კამარაზე არ ციმციმებს...
რაღაც გული მწყდება ხოლმე...
სხვა მხრივ კი რისი იმედი უნდა მქონდეს?!
ყველა დღე ერთმანეთს წააგავს და თუ მეორე დღეს დავაფიქსირე, რომ დეჟავუ მაქვს, ე. ი. წინა დღეს მომხდარი მეორდება...
ვახუშტი კოტეტიშვილი გარდაიცვალა...
რაღაცნაირად გულში ჩამეწვა რაღაც...
ტირილი მომინდა...
რას ვიტირებდი, სამსახურში ვიყავი...
ჯანდაბა რა...
მერე კიდევ ოსეთში ომიაო...
ზოგი ამბობს, რა ომი, რა სისულელეაო...
ვეღარ გავიგე და არც ვაპირებ ტელევიზორს მივუახლოვდე...
ან რა მიზნით უნდა მივუახლოვდე?
იმ მიზნით, რომ ვახუშტის თუ ოსეთის ამბით გავიხარო?!
არ მინდა...
რატომღაც მგონია, რომ ისეთი დამთხვევა, როგორიცაა 08.08.08 რაღაცას ნიშნავს...
მინდა მჯეროდეს, რომ კარგს...
შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ არ მინდა ახლა პესიმისტი ვიყო...
ისედაც სულ ვარ და...
ამის გარდა კიდევ 4 ასეთი დამთხვევა გვექნება, რომელთაგან ყველაზე აღსანიშნავი 2011 წლის 11 ნოემბერი იქნება...
კიარადა ანუ 11.11.11
რავიცი, ვნახოთ...
This post has been edited by Kate789 on 8 Aug 2008, 01:10
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.