
ფსიქოლოგობას ვაპირებ და volunteer-ად დავიწყე მუშაობა ზრუნვა მოკლებულ ბავშვთა სახლში.
და ყველას ჩვენი "ბავშვი" გვყავდა მობარებული და უბრალოდ ყველგან დავყვებოდით, ვაკვირდებოდით, ვიკვლევდით...

ჩემი ბავშვი არ იყო ძნელი...
გენიოსი იყო ჩემი აზრით. ყველა Prime number იცოდა. (ქართულად დამავიწყდა როგორ ითარგმნება - ანუ რიცხვი, რომელიც მხოლოდ 1-ზე და თავის თავზე იყოფა)

კიდე მხოლოდ ფერების მიხედვით ჭამდა და არ უყვარდა როდესაც ფერები ერთმანეთში ირეოდა.

კიდე...
თუ გავიდოდით გარეთ და ყვითელ მანქანას დაინახავდა პირველს, იღბლიანი დღე გვქონდა, თუ წითელს - მაშინ უიღბლო.
თუ 2 ყვითელ მანქანას ზედიზედ - მაშინ სუპერ იღბლიანი და თუ 2 წითელ მანქანას ზედიზედ - მაშინ სუპერ უიღბლო

ცოტა ჯიუტი.
არ უყვარდა როდესაც ეხებოდნენ. მე ძალიან მომეჩვია და მგონი მარტო მე მელაპარაკებოდა.
და კიდე ვერ არჩევდა ადამიანების მიმიკებს, ემოციებს - ვერ ხვდებოდა როდის მწყინდა რამე, ან როდის მტკენდა და ეგრე.

აღარ აქვთ ეგ პროგრამა რითიც მე ვიმუშავე მაგ ადგილას, მაგრამ ხანდახან მივდივარ ხოლმე და ვნახულობ...