კიდევ ერთი აითიშნიკური იგივე კომპანიაში. ამჯერად მე გადამხდა.
ახალი მისული ვარ, პირველი სამსახურია, ცოტა დაძაბული ვარ და ვცდილობ დავამუღამო ყველაფერი.
ერთი კვირის მერე რამოდენიმე თანამშრომელი იცვლის სართულს, ანუ ერთი მე5დან პირველზე გადადის და მე2 პირიქით.
მარტო ქეისების გადატანაა საჭირო. peace of cake, გავიფიქრე.
ვურეკავ გოგოს მე5დან - როდის გეცლება რო ჩავიტანო ქეისითქო.
ის - როცა გინდა. მონიტორიც მიგაქვს ხო?
მე - არა, მონიტორი არის ქვემოთ ზუსტად იგივე მოდელია.
ის - არა, ჩემი მონიტორი მინდა.
მე - და რა აზრი აქვს, ზუსტად იგივე მონიტორია. (აქ დავიძაბე, რამეს არასწორად ხო არ ვაკეთებთქო!

)
ის - იცი რა არის, ჩემ მონიტორზე ყველაფერი ისე მაქვს დალაგებული როგორც მჭირდება.. (აქ კიდე უფრო დავიძაბე, ცამებში გავიფიქრე რა უნდა ქონდეს თხელ მონიტორზე დალაგებული.. იქნებ მონიტორზე სტიკერები/ნოუთები აქვს მიკრული)
მე - .. რა გაქვს დალაგებული?
ის - ნუ აი ფაილები, დოკუმენტები, პაპკები (ჯერ კიდე ვცდილობ წარმოვიდგინო როგორ უნდა დაალაგო თხელ მონიტორზე ამდენი რამე..), ბლანკები, ვორდისა და ექსელის დოკუმენტები... (

) ... პროგრამების ლინკები, ინტერნეტი(..იიიი!!). (

)
ამასობაში ჩემი კოლეგები ჩაწვდნენ რასაც ამბობდა და (რადგანაც კარგად იცნობდნენ ვისაც ვესაუბრებოდი) სიცილი აუტყდათ.
მეც ვუთხარი, არ ინერვიულოთქო, ეგ ყველაფერი ქეისზე ინახებათქო და დავუკიდე.
კიდე 2-3 წუთი სახიდან ღიმილი არ მშორდებოდა, ვცდილობდი მარა ვერ ვიცინოდი. რაღაც ისე ვიყავი.. მენია ტოლკო ჩტო ახუიელი