მოკლედ, სამსახურში (შენობაში) გვიდგას იმ ბანკის ბანკომატი (იხ. სურათი 1), რომელშიც ხელფასს ვიღებთ.
ხელფასები როდესაც ირიცხება, ხშირად ფულის აღების პრობლემაა, რადგან ბანკომატში ფიზიკურად არ არის ხოლმე ფული...
შესაბამისადხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: "ფილი გათავდა ბანკომატში?" ან თანხის გამოტანის დროს: "რა ამბავია... სულ არ გაათავო, ცოტა ჩვენც დაგვიტოვე".. "აუ, ისევ გათავდა ფული?!" და ა.შ.
ამიტომ მთელი სამსახური მოუთმენლად ელის ინკასატორების გამოჩენას...
ჩემი ოთახი "სტრატეგიულ" ადგილას მდებარეობს (ეზოში ინკასატორების გამოჩენასაც ვამჩნევ და ბანკომატიც გვერდით "მიდგას"), ხოდა თანამშრომლები (თითქმის მთელი სამსახური

) ხშირად მთხოვენ შეგვატყობინე ფული რომ მოვაო...
ხოდა, ერთ დღესაც, ხელფასები წინა დღის ჩარიცხული იყო (მე მოვასწარი აღება და ფული გათავდა), მოვიდნენ თუ არა ინკასატორები "დავანთე სასიგნალო კოცონი" და მთელი სამსახური ბანკომატთან აღმოჩნდა. ისე მოხდა, რომ იმ განყოფილების ხალხი იდგა ბანკომატთან, რომელშიც მხოლოდ ქალები მუშაობენ...
ამ დროს ერთ-ერთი მამაკაცი თანამშრომელი გამოვიდა დერეფანში, გადახედა რიგს ბანკომატთან (სადაც როგორც ავღნიშნე მხოლოდ ქალები იდგნენ) და ხმამაღლა იკითხა: "ჰა, რას შვებით, ათავებთ არა?!"

რიგში, ზოგმა არ თითქოს არაფერი გაუგია და საუბარი განაგრძო, ზოგმაც თვალები დახარა.. ნუ, მე სასწრაფოდ გავეცალე იქაურობას...
მაგრამ, მე ისე ვერ ვყვები... იქ უნდა ყოფილიყავით... მოკვდებოდით სიცილით... 
სურათი 1

**************
klubnikaმეც მომივიდა ეგრე... მაგრამ არ მახსოვს რა სიტყვა დავიძახე...

************
ბავშვებს თუ აფერადებდნენ არ ვიცოდი

სურათი 2