ეს ორი თემა რა უბედურებაა...

აქაც დავწერ!
დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, საქართველო-კვიპროსის მატჩის შემდეგ...
ბევრი ხალხი ირევა სტადიონის გარშემო.... უცებ საიდანღაც გახარებული ბავშვის ხმა ისმის: "იეს, ერთი ერთი მოვიგეთ!"
****
მოქალაქეს დოკუმენტს ვაბარებ და ვეუბნები: დაწერეთ "ჩავიბარე, სახელი, გვარი და თარიღი..."
მოქალაქე: "ჩავიბარე" სიტყვიერად დავწერო?
****
ერთხელ გაბრაზებული ხანშიშესული მოქალაქე მომვარდა გაბრაზებული და ჩხუბი დამიწყო... ძალიან უნდოდა რაიმე შეურაცხყოფა მოეყენებინა... გაგიჟებული იყო... მეჩხუბება, მეჩხუბება და ბოლოს მეუბნება: : შე... შე... შე თინეიჯერო შენა!!!" (თან 24 წლის ვარ)
****
მოქალაქე: ცნობა მოვიტანე.
მე: რისთვის?
მოქალაქე: რა ვიცი, მიიტანეო მითხრეს.
მე: სად გიჩანთ? (ამონაწერს ვგულისხმობდი, ანუ უნდა მეკითხა, რომელ ამონაწერში გიჩანთ გირავნობა/იპოთეკა-თქო)
* * *
მოკლედ ამ თემაში იწერება ისტორიები ციკლიდან ”მაგარი სასაცილო იყო, მაგრამ მე ვერ ვყვები... იქ უნდა ყოფილიყავი, მოკვდებოდი სიცილით”

ნუ, გუდმენას ისტორია არ ითვლება
This post has been edited by LeGo on 24 Oct 2008, 21:07