ხოლო დედამ, ტირილით რომ მოუჩხრიკა ჯიბეები
იმის შემდეგ, რაც საუკეთესო და ერთადერთ
სათეატრო და სადაბადებისდღეო შარვალ-კოსტუმი ჩააცვეს,
მწარედ გაიფიქრა,
თურმე სიგარეტს ეწეოდა და მე კი აქამდე მიმალავდაო...
28 დეკემბერს გამოაქვეყნეს გარდაცვალების ცნობა გაზეთში,
პანაშვიდზე მუსიკად იყო შერჩეული
შოპენი, მოცარტი, ბეთჰოვენი და ფალიაშვილი,
ქელეხზე დარჩა 120 კაცი
(სუფრაზე იყო მხოლოდ წითელი ხიზილალა, შავი ვერ იშოვეს),
და ვინც დარჩა, ისინიც მალე წამოიშალნენ.
რაღა ტქმა უნდა, რომ ყველას სახლში ეჩქარებოდა..
იქ ხომ სულ სხვა სუფრა ელოდათ:
გოზინაყი, ჩურჩხელები და შამპანური...
რა დროს გვამი იყო ნეტა ამ ახალ წელს!
რა დროს გვამი იყო.............
მიმაგრებული სურათი